ექსკლუზივი

სენსაციური აღმოჩენა – “დექსამეტაზონი” კორონავირუსის მკურნალობაში გარღვევას მოახდენს

ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ აღმოაჩინეს წამალი, რომელიც კორონავირუსის მკურნალობაში გარღვევას მოახდენს – წერს BBC. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პრეპარატ „დექსამეტაზონზე“. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს იაფფასიანი წამალი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შანსებს დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაშიც სერიოზულად ზრდის. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 6 ათასი პაციენტი მონაწილეობდა. 2 ათასი მათგანი „დექსამეტაზონით“ მკურნალობდა და მათი შედეგები იმ 4 ათასისას შეადარეს, რომლებიც პრეპარატს არ იღებდნენ.

loading...

აღმოჩნდა, რომ „დექსამეტაზონმა“ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში ლეტალური დასასრულის რისკი 1/3-ით შეამცირა. იმ შემთხვევაში კი, როცა პაციენტი ჟანგბადს იღებდა, რისკი 1/5-ით შემცირდა. ამასთან, დაავადების მსუბუქი და საშუალო შემთხვევებისას „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობა გაცილებით დაბალია.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close