პოლიტიკა

საშიშია თუ არა მარნეულიდან ჩამოტანილი სოფლის პროდუქტები?

22 მარტს, მთავ­რო­ბამ ბოლ­ნი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნე რე­ჟი­მი და­ა­წე­სა.

loading...

იმის გათ­ვა­ლის­წი­ე­ბით, რომ მარ­ნე­უ­ლი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტე­ბით თბი­ლი­სის და არამ­ხო­ლოდ თბი­ლი­სის დიდი ნა­წი­ლი მა­რაგ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში გაჩ­ნდა შიში, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ამ პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბა.

აგ­რა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სი, თსუ-ს პრო­ფე­სო­რი დი­ა­ნა ძი­ძი­გუ­რი ამ­ბობს, რომ მარ­ნე­უ­ლი­დან შე­მო­სუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მხრივ, ზედ­მე­ტი ში­შე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს:

“ახლა პა­ნი­კა არის ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა ამ მხრივ არ არ­სე­ბობს. ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცირ­დეს ყველ­გან. მა­გა­ლი­თად, სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზო­ში, ლიფ­ტში და ა.შ. თუ ის არ და­ი­ცავს შე­სა­ბა­მის ზო­მებს.

მა­გი­და, სკა­მი, კარ­ტო­ფი­ლი თუ სტა­ფი­ლო, თუ მათ­ზე მოხ­ვედ­რი­ლია შხე­ფი წვე­თო­ვა­ნი გზით, შე­საძ­ლოა იყოს საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი. თუმ­ცა, ამ პრო­დუქ­ტის შიგ­ნით ხომ ვერ შევა ეს ვირუ­სი? ამი­ტომ ვი­ყი­დოთ თა­მა­მად პრო­დუქ­ტე­ბი და გავ­რე­ცხოთ ცხელ წყალ­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ. თუ ვინ­მეს მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი შიში აქვს, გა­რან­ტი­ის­თვის, გა­რე­ცხოს საპ­ნი­თაც, მაგ­რამ 70-% იანი სა­რე­ცხი საპ­ნით. თქვენ იცით, რომ ჩვე­ნი ქი­რურ­გე­ბი, ჭრი­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ბა­ნი­სას, სწო­რედ სა­რე­ცხ სა­პონს სთა­ვა­ზო­ბენ პა­ცი­ენ­ტებს და არა სხვა სურ­ნე­ლო­ვან და ფე­რად საპ­ნებს.

ამი­ტომ პა­ნი­კას ნუ ავ­ყვე­ბით, ჯერ ერთი ამ­ხე­ლა გამ­ძლე­ო­ბაც არ აქვს ამ ვირუსს, რომ მუდ­მი­ვად დარ­ჩეს პრო­დუქ­ტებ­ზე. მთა­ვა­რი კი ის არის, რომ თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს – გა­რე­ცხონ, და­ა­მუ­შა­ონ პრო­დუქ­ტი და მორ­ჩა!“ – განაცხადა დი­ა­ნა ძიძ­გუ­რმა. https://mins.ge/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close