ექსკლუზივი

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში… დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს…”

შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიის დროს დაშავებული 3 ახალგაზრდა ამ წუთებშიც სიცოცხლისთვის იბრძვის. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, სამივე პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

loading...

ერთ-ერთიხატია დევსურაშვილია, რომელიც საბედისწერო ტურში დასთან ერთად მოგზაურობდა. ხატიას და –მედეა დევსურაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

შატილში საბედისწერო ავარიაში მოყოლილი დების – მედეა და ხატია დევსურაშვილების მეზობელი, მარი ჯაფარიძე საზოგადოებას გადარჩენილი ხატიასთვის ლოცვას სთხოვს.

შატილის საბედისწერო ტურის მგზავრები: ერთი და გარდაიცვალა, მეორე სიკვდილს ებრძვის

“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში…

გუშინ, შატლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ 25 წლის მედეას დასტირის მთელი კორპუსი…

მისი და, 23 წლის ხატია ერთ-ერთია გადარჩენილთაგან და კომაშია… მძიმედაა…

ბავშვები ჩემ თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ…

მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს… ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო…

რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს… რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close