კატეგორიის გარეშე

საქართველო ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტებს იმპორტს აგრძელებს

ახალი კორონავირუსი (COVID-19) მსოფლიოს ყოველდღიურად მეტ საფრთხეს უქმნის. დაღუპულთა რიცხვმა უკვე  2 701-ს მიაღწია. ინფექციის შემთხვევები ფიქსირდება საქართველოსთან ტერიტორიულად უფრო ახლოს მყოფ ქვეყნებშიც ამიტომ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ,  ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი მაღალი უნდა იყოს.

loading...

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის და აფრიკული ღორის ცხელების შესაძლო გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, რუსეთმა ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა.მათ შორის, ქარხნულად შეფუთულ პროდუქტიც. გარდა ამისა, სანიტარული სამსახურის თანამშრომლებს დაევალათ, რომ ქვეყანაში არ შევიდეს ხორცპროდუქტების მცირე მოცულობაც კი, რომელიც მგზავრებს ხელბარგში ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩინეთიდან 2019 წელს იმპორტირებული სოფლის მეურნეობის და სურსათის პროდუქციას შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცი შემოდის. „კომერსანტი“ დაინტერესდა მიიჩნევს თუ არა საფრთხედ საქართველოს სახელმწიფო ჩინეთიდან ხორცპროდუქტების იმპორტს და გეგმავს თუ არა იმპორტის აკრძალვას. როგორც მედიაჰოლდინგმა გაარკვია, ამ ეტაპზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მხოლოდ ცოცხალი ცხოველების იმპორტია აკრძალული, ქვეყანაში ისევ შემოდის ხორცი და სხვა ხორცპროდუქტები. შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან  ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი რისკებთან დაკავშირებული საფრთხის, კერძოდ; ახალი ტიპის კორონოვირუსის (2019-nCoV)შემოტანისდა გავრცელების თავიდან აცილების, ასევე მოსახლეობის სიცოცხლისა და  ჯანმრთელობის დაცვის  მიზნით, დროებით აკრძალულია:

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი.

აკრძალვის საფუძველს წარმოადგენს:

საქართველოს მთავრობის  #164 2020 წლის 28 იანვრის განკარგულება, რომელის თანახმად,  სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას.

რაც შეეხება ხორცსა და ხორცპროდუქტებს, ქვეყანაში შემოტანისას მასზე შეზღუდვა არ ვრცელდება.

ამასთან, გაცნობებთ, რომ იმპორტირებული ხორცი საქართველოში ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ვეტერინარული სასაზღვრო – საკარანტინო კონტროლის დროს კონტროლქვემდებარე ტვირთის, მათ შორის, ხორცისა და ხორცპროდუქტების ფიზიკური შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის სიხშირე განსაზღვრულია სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის გეგმით, რომელიც ეფუძნება რისკის ანალიზს და ითვალისწინებს პროდუქციის სახეობას, წარმოშობის ქვეყანას, ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობის საფრთხეს. გეგმა მტკიცდება ყოველწლიურად, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით და შედგენისას გათვალისწინებულია ევროკავშირის პრაქტიკა.

 აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად გარე წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ან შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევების შედეგებით და ა.შ) შესაძლებელია გეგმის გარდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, განხორციელდეს სხვა დამატებითი კონტროლის ღონისძიებებიც,- აცხადებენ უწყებაში.

წყარო : bm.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close