ექსკლუზივი

„საქართველოს პრეზიდენტი მზადაა კიევში გასაფრენად, რომ მიხეილ სააკაშვილს „ენა დაუმოკლოს“

რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ («Комсомольская правда») სტატიაში „საქართველოს პრეზიდენტი მზადაა კიევში გასაფრენად, რომ მიხეილ სააკაშვილს „ენა დაუმოკლოს“ კომენტარს უკეთებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით.

loading...

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, იგი უკრაინაში ვიზიტისთვის მზადაა და  კიევში მაშინვე გაემგზავრება, როგორც კი უკრაინის მხარე მის მიღებაზე დათანხმდება. ქართველი ლიდერი შეეცდება, რომ შავიზღვისპირა მეზობელთან ტრადიციული, მეგობრული კავშირ-ურთიერთობები სრულად აღადგინოს.

ფორმალურად მართლაც ასეა – სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მიზანია კიევისა და თბილისის საკმაოდ შესუსტებული ურთიერთდამოკიდებულების განმტკიცება, მაგრამ ფაქტიურად ეს პრეზიდენტის მხრიდან სასოწარკვეთილების ჟესტს უფრო ჰგავს, რომელიც თითქმის ნერვების მოშლამდე მიიყვანა უკრაინაში მოკალათებულმა მიხეილ სააკაშვილმა. ვლადიმერ ზელენსკის გუნდის მიერ ნაფერებ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, რომელიც ზელენსკის წინამორბედთან იყო დაპირისპირებული, სულ ცოტაღა აკლდა, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერი გამხდარიყო (არადა,ძალიან დიდი იმედები კი ჰქონდა!), საბოლოოდ კი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.

მას შემდეგ დღე არ გავა, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაიმე ვიდეომიმართვა არ ჩაწეროს და არ გამოაქვეყნოს, რომლებშიც იგი საქართველოს ხელისუფლებას ლანძღავს და აგინებს, ბრალს სდებს მას არალეგიტიმირობაში და ყველას პირდება, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მისი მხარდამჭერები გაიმარჯვებენ, დღევანდელ მთავრობას კი არასახარბიელო ბედი ელოდება…

თბილისმა უკვე რამდენჯერმე გამოხატა თავისი უკმაყოფილება მიხეილ სააკაშვილის მოქმედების გამო. პირველი დიდი სკანდალი მისი დანიშვნისთანავე მოხდა, ყოველი ვიდეოს შემდეგ კი სკანდალების რაოდენობა პარალელურად მატულობს. საქართველომ ელჩიც კი გაიწვია კიევიდან „საკონსულტაციოდ“, თბილისში მყოფ უკრაინის ელჩს კი რეგულარულად ეძახიან საგარეო საქმეთა სამინისტროში „განმარტებებისა“ და უკმაყოფილების გამომხატველი მორიგი ნოტის გადასაცემად… მაგრამ რად გინდა – მიხეილ ნიკოლოზოვიჩს ეს საერთოდ არ ადარდებს.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არც კიევს არ უხარია მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა, რომელიც თბილისის წინააღმდეგაა მიმართული. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება პირდაპირ მოსთქვამს მიხეილ ნიკოლოზოვიჩის ყოველი განცხადების შემდეგ („ის ლაპარაკობს, მისი ნათქვამის შედეგების „გამოხვეტა“ კი ჩვენ გვიხდებაო“)  და თან თავის ქართველ კოლეგას ამშვიდებს – „მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ჩვეულებრივი მოქალაქის კერძო აზრია და უკრაინის ხელისუფლების პოზიციას არ გამოხატავს, დარწმუნებული ვარ კერძო პირთა მსგავსი განცხადებები ხელს ვერ შეუშლიან ჩვენი ხალხების და ქვეყნების ურთიერთობასო…“.

მაგრამ თუ მინისტრის ნათქვამის მიხედვით ვიმსჯელებთ, დიმიტრი კულება სულაც არ არის დარწმუნებული. ასე რომ ყოფილიყო, ამ თემაზე ლაპარაკი დღეს აღარ იქნებოდა. როგორც ჩანს, გრძნობს, რომ ნიკოლოზოვიჩს ბევრი რამ შეუძლია, არამხოლოდ სახურავებზე სირბილი კარლსონივით. გაუმკლავდებიან თუ არა მას ზურაბიშვილი და ზელენსკი, თუნდაც დუეტით რომ გამოვიდნენ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.kp.ru/daily/27157.5/4255516/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close