ექსკლუზივი

სასიხარულო ინფორმაცია-ორ დღეში ცოტნე გამსახურდიას გააღვიძებენ

თურქეთის კლინიკაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ მყოფ ცოტნე გამსახურდიას  რამდენიმე დღეში გააღვიძებენ, – ამის შესახებ „2020NEWS“-ს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ,  ანა ჯაბაურმა განუცხადა.

loading...

„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის  მდგომარეობა უცვლელია,  რამდენიმე დღეში გააღვიძებენ. თურქეთში ორ დღეში ჩავდივარ “, – თქვა ჯაბაურმა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, გალის ქუჩაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. მას მჭრელი საგნით ჭრილობები გულმკერდსა და თავში ჰქონდა მიყენებული. დაჭრიდან რამდენიმე წუთში მან გონება დაკარგა და სასწრაფოს თვითმხილველებმა გამოუძახეს, რის შემდეგაც გამსახურდიას რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის, ნეიროქირურგიულიც. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მისი მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გაგრძელდებოდა

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close