ექსკლუზივი

სანდრა რულოვსს, რომ საქართველოში შემოსვლა შეუძლია, სირცხვილია, მოროშკინა რულოვსის პერსონა ნონ-გრატა გამოცხადებას ითხოვს

„არსად გამქრალა იმ ქალბატონთა ჩვენებები, რომლებიც სანდრა რულოვსს ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა და პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ისაუბრა.

loading...

„ის, რომ დღეს რულოვსს თავისუფლად შეუძლია საქართველოში შემოსვლა, ეს არის სირცხვილი. გარდა იმისა, რომ სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო, უარყოფითი ენერგიით, პირადად მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, წესით, პერსონა ნონ-გრატა უნდა იყოს! არსად გამქრალა იმ ქალბატონთა ჩვენებები, რომლებიც სანდრა რულოვსს ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. ცოცხალი მემატიანე ვარ იმისა, ვის როგორ ექცეოდა და რა ხდებოდა. ამიტომაც, ამჯერად უკვე ხმამაღლა ვსვამ შეკითხვას – რატომ არ არის სანდრა რულოვსი პერსონა ნონ-გრატა?

და კიდევ: სტრატეგიულ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებიც სააკაშვილმა რუსეთს გადასცა, რატომ დუმს ყველა? დამოუკიდებლობას რომ ვიჩემებთ დღეს, არც წყალია ჩვენი, არც სინათლე და არც არაფერი. ხან ბოტოქსს ედავებიან და ხან – პალტოს, რატომ არ დაისმის ეს შეკითხვა ოფიციალურად მის წინააღმდეგ? წაგებული ომის ფასი გადავიხადეთ, შანტაჟის მსხვერპლი იყო თუ იძულებული გახადეს, ასე მოქცეულიყო?” – აღნიშნა მოროშკინამ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close