სამართალი

სამხრეთკორეული ტაძრის მღდელს, ათასობით ადამიანის დასნებოვნებისა და მკვლელობისთვის გაასამართლებენ!რელიგიური რიტუალის ჩატარების დროს ერთმანეთი დაასნებოვნეს რის შემდეგ საშიში ვირუსის აფეთქება დაიწყო

კვირას, სეულის (სამხრეთ კორეა) ხელისუფლებამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა სექტანტური ორგანიზაციის – “სკინის ტაძრის შინ-ჩონჯის მოწმეების” თორმეტი ლიდერის წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებულნი არიან მკვლელობებში, ადამიანისათვის ზიანის მიყენებისა და იმ კანონის დარღვევაში, რომელიც ინფექციური დაავადებების გავრცელების კონტროლს ითვალისწინებს.
სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების აფეთქება დაიწყო ქალაქ ტეგუში, სადაც ზემოთ აღნიშნული სექტის მიმდევრებმა რიტუალის ჩატარების დროს ერთმანეთი დაასნებოვნეს, რის შემდეგაც ვირუსი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.
როგორც “ბი-ბი-სის” კორეპონდენტი ლორა ბიკერი სეულიდან იტყობინება, აღნიშნულისარჩელი ასახავს ქვეყანაში დაწყებულ იმ მზარდ გულისწყრომას და აღშფოთებას, რომელიც რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგაა მიმართული. მისი ლიდერი საკუთარ თავს მესიას უწოდებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამოწმეს ამ სექტის მრევლი – თითქმის 230 ათასი ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 9 ათასმა განაცხადა, რომ კორონავირუსის სიმპტომებს გრძნობს. სექტის ლიდერმა, 88 წლის ლი ასევე დაგაინტერესებთდაკარგული მილიარდები, ანუ კორონავირუსი – საუკუნის აფიორა?“ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია”“უხანში ჩვენი კოლეგები დამცავი აღჭურვილობის მოუხსნელად საათობით შეუსვენებლად მუშაობდნენ და ფეხზე ძლივს იდგნენ” – რას გვირჩევს ექიმი ჩინეთიდან?მან ხიმ ასევე ჩააბარა ანალიზები კორონავირუსზე, თუმცა შედეგები ჯერ უცნობია.

loading...

ამასობაში, კვირას სამხრეთ კორეაში ყველა კათოლიკური ეკლესია დაიხურა, ვირუს Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. გაუქმებულია აგრეთვე სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, კერძოდ პოპ-ჯგუფ BTS-ის კონცერტებიც.
სამხრეთ კორეის კათოლიკური ეკლესიის სამწყსო დაახლოებით 5,8 მილიონ მორწმუნეს ითვლის, რაც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხვოვან კონფესიას წარმოადგენს. ამჟამად ღვთისმსახურება 1734 ეკლესიაში 7 მარტამდეა გაუქმებული, რაც დღემდე არნახული ნაბიჯია სამხრეთ კორეაში კათოლიციზმის არსებობის 236-წლიან ისტორიაში.

ლი მან ხი

ფოტო: ლი მან ხიfbბევრმა სხვა კონფესიამაც ასევე გააუქმა თავიანთი საკვირაო რიტუალები, კერძოდ, პროტესტანტულმა ეკლესიებმა და ბუდისტურმა ტაძრებმა.
ჩინეთის შემდეგ სამხრეთ კორეა, კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა – აქ დაავადება 3736 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 21 გარდაიცვალა. დაინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სექტის “სკინის ტაძრის შინ-ჩონჯის მოწმეთა” მოძღვრების მიმდევრები არიან.

რას წარმოადგენს სექტა “სკინის ტაძრის შინ-ჩონჯის მოწმეები”?

• ეს რელიგიური მოძრაობა 1984 წელსაა დარსებული მქადაგებელ ლი მან ხის მიერ. 88 წლის ლი საკუთარ თავს ბიბლიურ “აღთქმულ პასტორს” უწოდებს, რომელიც ქრისტეს ნაცვლად მოევლინება მსოფლიოს. მისი მოძღვრების მიმდევრები ირწმუნებიან, რომ “მეორედ მოსვლა” უკვე მოხდა – ლი მან ხის სახით.
• აბრევიატურა “შინ-ჩონჯი” იშიფრება როგორც “ახალი ცა და ახალი მიწა”.
• ლი მან ხის მტკიცებით, ბიბლია დაწერილია დაშიფრული მეტაფორული ენით და მისი ჭეშმარიტი არსი მხოლოდ მისი მოძღვრების მიმდევრებისთვისაა მისაწვდომი.
• თავდაპირველად მოძრაობა მხოლოდ სამხრეთ კორეაში არსებობდა, მაგრამ ამჟამად სხვა ქვეყნებშიცაა გავრცელებული.
• ორგანიზაციას ბრალს სდებენ და პრეტენზიას უყენებენ კულტის შექმნაში. მისი საქმიანობა ბევრ სახელმწიფოშია გაკრიტიკებული.

სიტუაცია დიდ ბრიტანეთში

კვირას დიდ ბრიტანეთში ვირუს Covid-19-ით დაინფიცირება კიდევ 12 ავადმყოფს დაუდასტურდა. ინგლისის მთავარი ექიმის, პროფესორ კრის უიტის თქმით, 12-დან სამი იმ ადამიანთან იყვნენ კონტაქტში, რომელიც ასევე დასნებოვნებულია კორონავირუსით.

fb
ერთ-ერთი დასნებოვნებული – ესექსის საგრაფოს მცხოვრები – ბოლო დროს საზღვარგარეთ არ ყოფილა და, როგორც ექიმები ამბობენ, სხვა ავადმყოფებთან აშკარა კონტაქტი არ ჰქონია. ჯერჯერობით სრულიად გაუგებარია, როგორ მოხდა ამ ადამიანის დაინფიცირება.
დარჩენილი რვა ავადმყოფიდან ექვსი ამას წინათ დაბრუნდა იტალიიდან, ორი კი – ირანიდან.
გასულ პარასკევს სარეის საგრაფოში ასევე გამოვლინდა ახალი ავადმყოფი, რომელიც ინფექციის გავრცელების გაურკვეველი პატერნით (გზით, სქემით) დაინფიცირდა.
სულ დიდ ბრიტანეთში დღეისათვის კორონავირუსით დაავადებული 36 ადამიანია დაფიქსირებული.
გუშინ, კვირას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანიდან (ირანი) თავისი საელჩოს თანამშრომლების გამოყვანა გამოაცხადა.

საფრანგეთი

პარიზში დახურულია ლუვრი: მუზეუმის თანამშრომლებმა პრაქტიკულად ერთხმად გადაწყვიტეს, რომ სამსახურში არ გამოსულიყვნენ, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. როგორც ცნობილია, ლუვრს მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ათვალიერებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება მუზეუმი.

fbშაბათს საფრანგეთის მთავრობამ აკრძალა დახურულ შენობებში ისეთი კოლექტიური ღონისძიებების ჩატარება, რომლებშიც ერთდროულად ხუთი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ბევრი ღონისძიება, რომელიც კვირას ღიად უნდა გამართულიყო, მაგალითად, პარიზის მარათონული რბენა და ნიცაში – ფეირვერკი, ასევე გაუქმდა.
საფრანგეთში დღეისათვის Covid-19-ით დაინფიცირების ასი ფაქტია გამოვლენილი. ორი ადამიანი გარდაიცვალა.

მონაცემები ქვეყნების მიხედვით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 50 სახელმწიფოში ახალი ვირუსით დასნებოვნების 85 403-ზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, მათგან სიკვდილის 2900-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ყველაზე მეტი რაოდენობა ჩინეთზე მოდის.
კვირას ავსტრალია და ტაილანდი დაემატა იმ ქვეყნების სიას, რომლებშიც კორონავირუსით გარდაცვალებაა გამოვლენილი: მოკვდა 78 წლის ავსტრალიელი, რომელიც თებერვალში დაინფიცირდა ვირუსით საკრუიზო ხომალდ Diamond Princess-ზე ყოფნის დროს, იაპონიის ნავსადგურში მოწყობილ კარანტინში.
ტაილანდში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც, კორონავირუსთან ერთად, დენგეს ციებ-ცხელებითაც იყო დაავადებული. სულ ამ ქვეყანაში 43 ადამიანია დაინფიცირებული.
შაბათს აშშ-ში, ვაშინგტონის შტატის კინგის ოკრუგში, Covid-19-ით პირველი ლეტალური (სასიკვდილო) შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა.
იტალიის ხელისუფლებამ 3,6 მილიარდი ევრო გამოყო კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოსაფხვრელად. იტალია დღეისათვის Covid-19-ით ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლება ევროპის ქვეყნებიდან.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მარათონი არ გაუუქმებიათ, მაგრამ 38 ათასი მოხალისე მონაწილის ნაცვლად, მასში მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ირანში კვირას ცნობილი გახდა კორონავირუსით 385 ახალი დაინფიცირებულის შესახებ. სულ ქვეყანაში Covid-19-ით 978 ავადმყოფია და 54 გარდაცვლილი. წყარო

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close