ექსკლუზივი

სამწუხარო ამბავი მოხდა! თუმცა ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად არის!

ანრი ჯოხაძე საავადმყოფოში მოხვდა. ქალაქში ჭორი გავრცელდა რომ მომღერალი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში „ვივამედი“ მიიყვანეს. „პრაიმტაიმი“ მომღერლის დას, მაგდა ჯოხაძეს დაუკავშირდა.
მაგდა ჯოხაძე:

loading...

– მაგდა, ანრის ამბავი გვაინტერესებს, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანესო, გავიგეთ…
– უგონო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ კლინიკაში მოვხვდით. ანრის მოციმციმე არითმია აქვს. უძილობის და გადაღლილობის ფონზე ისევ პროვოცირდა ორგანიზმი. საბედნიეროდ დროულად მივედით კლინიკაში. დასტაბილურდა, ახლა კარგად არის. მთავარია ინფარქტს გადავრჩით. 3 თვის წინ იწვა იგივე დიაგნოზით. ახლა გადაღლილობაზე გაუმეორა.
– სამსახურში გახდა ავად?

– არა. სახლში. რამდენიმე ღამე გადააბა. კლიპს ამონტაჟებდა. უძილო იყო. ინტენსიურ განყოფილებაში იწვა სამი დღე, სანამ არ დასტაბილურდა მდგომარეობა. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას.
– ჯანმრთელობას გისურვებთ. ველოდებით კლიპის პრემიერას.

– დიდი მადლობა. აუცილებლად მოგიწვევთ. სუპერ კლიპი გამოდის. უბრალოდ ეს რომ რამეს აკეთებს, არც ძილი ახსოვს, არც ჭამა არც სამყარო. დაშოკილი ჰყავს ორგანიზმი.

წყარო

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close