ექსკლუზივი

სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! ფილმ “მონანიებასავით” არ დაგემართოთ – ბაჩალიაშვილის დედის სკანდალური განცხადება

” სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! ფილმ “მონანიებასავით” არ დაგემართოთ, ტელევიზიიდან რომ გაიგებენ თქვენი შვილები როგორ მოუსწრაფეთ ჩემს შვილს სიცოცხლე –  ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

loading...

“სამო მაღალჩინოსანო მკვლელო!!! გირჩევნიათ გონს მოეგოთ,გეყოთ ვაჟკაცობა,რამეთუ ცოდვა გამხელილი სჯობსო და თქვენ თვითონვე აღიაროთ ჩემი შვილის მკვლელობა,რომ ფილმ “მონანიება”სავით არ დაგემართოთ.ტელევიზიიდან რომ გაიგებენ თქვენი შვილები,თუ როგორ ჯგუფურად მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემ გეგმებით აღსავსე შვილს სიცოცხლე.ისევ მე ვუფრთხილდები თქვენი შვილების სიცოცხლეს,რადგანაც მტერსაც არ გისურვებთ ასეთ სატანჯველს და მეორეც იქნებ ისინიც თამუნასნაირი ანგელოზები არიან.თქვენი სიცოცხლის გაწირვა გერჩივნოთ.ნეტა მე შემეძლოს ჩემი შვილისთვის ადგილის გაცვლა.”- წერს თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close