ექსკლუზივი

სამმა პოლიციელმა ნაკრების 17 წლის ფრენბურთელზე სექსუალურად იძალადა

სამმა პოლიციელმა ნაკრების 17 წლის ფრენბურთელზე სექსუალურად იძალადა

loading...

სპორტსმენის მეგობრები ამბობენ, რომ 17 წლის გოგონა მთელი ღამე ტიროდა და მწვრთნელთან მხოლოდ დილით მოჰყვა მომხდარის შესახებ. 

სანაპირო ფრენბურთში რუსეთის ჩემპიონატი სკანდალით დასრულდა. ბოლო საღამოს, როცა უკვე დასრულებული იყო მთელი ტურნირი, ერთ-ერთმა სპორტსმენმა, 17 წლის გოგონამ, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროვებენ, ბაზა დატოვა და ვიტიაზის კურორტზე მეგობარი ბიჭი მოინახულა. რაც შემდეგ მოხდა, გუნდის უმეტესმა მოთამაშემ სიახლეებიდან შეიტყო. 

ვიტიაზის სამმა პოლიციელმა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების 17 წლის ხელბურთელზე სექსუალურად იძალადა. როგორც რუსულ მედიაში წერენ, გოგონა თავის მეგობართან ერთად სანაპიროზე იმყოფებოდა. როდესაც იქ პოლიციელები მივიდნენ, ბიჭი დაუყოვნებლივ გაიქცა.

პოლიციელებმა გოგონა დააკავეს და დაემუქრნენ, რომ თუ სექსუალურ ურთიერთობაზე უარს იტყოდა, საზოგადოებრივ ადგილზე ბიჭთან არამეგობრული ყოფის შესახებ მის მწვრთნელს მოუყვებოდნენ. საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ სანამ ორი პოლიციელი გოგონასთან ერთობოდა, მესამე მათ ყარაულობდა, წერს RT.

ცნობილია, რომ პოლიციელების ვინაობა უკვე დადგენილია და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close