ექსკლუზივი

სამმა კაცმა 15 წლის გოგო გაიტაცა, ერთმა გაა უპატი ურა-საზარე ელი შემთხვევა მარნეულში

მარნეულში 15 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. მათგან ერთს გოგოს გაუპატიურებაში ედება ბრალი. დაკავებულები 25, 22 და 32 წლის პირები არიან.

loading...

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები გოგო გაიტაცეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც 25 წლის პირმა არასრულწლოვანი გააუპატიურა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამივე პირი გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

https://on.ge/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close