ექსკლუზივი

საზარელი შემთხვევა ერგურის ხიდზე – დაღუპულია ოთხი ქალი

უბედური შემთხვევა ენგურის ხიდზე დაღუპულია ოთხი ქალი,  რომლებიც გვიან ღამე ენგურის ხიდის გამოსვლას ცდილობდნენ. 

loading...

 “მთავარი არის” ინფორმაციით, იმის გამო რომ ენგურის ხიდი დაკეტილია, ქალები გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად  ტერიტორიაზე გადმოსვლას, რუხის ხიდთან ახლოს მდინარე ენგურის გადმოლახვას ცდილობდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს ადიდებულმა მდინარემ ოთხივე ქალი იმსხვერპლა. 

ადგილობრივებს “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობენ, რომ ქალბატონები სიგარეტის გამოსატანად გალის რაიონში იმყოფებოდნენ და მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილების ცხედრები ოკუპირებულ სოფელშია დასვენებული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სოფელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არ ეკუთვნის ადგილობრივებთან ჯერჯერობით უწყების ოფიციალური ცნობა არ მოსულა. 

სამეგრელოში ეს არ არის პირვლი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივები კონტრაბანდის გადმოსატანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადიან და იქიდნ,  კონტრაბანდული სიგარეტი გამოაქვთ. იმის გამო, რომ მდინარე ენგურის ხიდი ჩაკეტილია ადგილობრივებს ამ გზის გავლა მდინარის გადალახვით უწევთ.  

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close