ექსკლუზივი

საერთაშორისო სკანდალი-ბეირუთის პორტში აფეთქდა ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკაში მიმავალ გემს ჩამოართვეს

ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავდა 2 750 ტონა „სელიტრას” (ამონიუმის ნიტრატის) დეტონაციის გამო მოხდა, რომელიც 2014 წელს Rhosus-ის გემიდან იყო ჩამოტვირთული. ეს ინფორმაცია, ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ LBCI არხმა (ბეირუთის ტელევიზია) გადმოსცა. როგორც Rhosus-ის მეზღვაურები ამტკიცებენ, გემის მფლობელი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი იყო.

loading...

2014 წლიდან მოყოლებული, ჩამორთმეული „სელიტრა” ბეირუთის პორტში, მეთორმეტე განყოფილებაში ინახებოდა. საკრებულოს სხდომაზე გამოცხადებული ინფორმაციით, ბოლო დროს დადგინდა, რომ საცავთან შეუფერხებლად მისვლა შესაძლებელი იყო და კვლევითი სამუშაოები დაიწყეს.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შედუღების სამუშაოების გამო მოხდა. ნაპერწკლებმა საცავში შეაღწიეს, სადაც ასევე ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა. საპორტო ინფრასტრუქტურა კი სრულად განადგურდა.

პორტის დირექტორის განცხადებით, ამონიუმის ნიტრატი მეთორმეტე განყოფილებაში სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხვდა და ის ხელმისაწვდომი არ ყოფილა.

2013 წელს Rhosus-ის გემი, რომელსაც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ბათუმიდან მოზამბიკაში გადაჰქონდა, ბორტზე გაუთვალისწინებელი გაუმართაობის გამო ბეირუთში გაჩერდა.გემის შემოწმების შემდეგ, ინსპექციამ Rhosus-ს პორტიდან გასვლა აუკრძალა. ლიბანის სამართალდამცავებმა ეკიპაჟის ნაწილი გაათავისუფლა, თუმცა დატოვა 4 მეზღვაური, რომლებსაც შემცვლელი ეკიპაჟის გამოჩენამდე ტერიტორიის დატოვება აეკრძალათ.

ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით 2013 წლის ივლისში Rhosus-ი სევილიაში 14 დღის ვადით დააკავეს.

ბოლო მონცემებით, ბეირუთის აფეთქებამ ქალაქის მასშტაბური განადგურება, 4 000 ადამიანზე მეტი დაზარალებული და მინიმუმ 78 კაციანი მსხვერპლი მოჰყვა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close