ექსკლუზივი

სააკაშვილის პასუხი ფინსთა მინისტრს და სესიაშვილს-საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ „ნახალოვკის“ ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე-ჩაასხა უკვე მილიონერმა სესიაშვილმა ბასეინში წყალი ?

ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩემი შეთავაზებისგან არაფერი არ გამოვა, ეს ყველაფერი ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი ლარი მისცეს ხალხს. არანაირი 3 მილიარდი ლარი არ არსებობს, ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს, მაგრამ მათ ფიზიკურად არ აქვთ ეს ფული, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ინიციატივაზე ფინანსთა მინისტრისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

loading...

მისივე თქმით, როცა ხელისუფლებაში იყო 5 მილიარდი დოლარი, იმ პირობებში როდესაც მსოფლიოში დიდი კრიზისი იყო, მაინც წამოიღეს და საქართველოს ეკონომიკა 2008-2009 წელში რეალურად გადაარჩინეს.

„ამათ დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი ლარი თავისუფალი სახსრები 2012 წელს და ეს ყველაფერი შეჭამეს. ასევე მინდა ვუთხრა ირაკლი სესიაშვილს, რომელიც ამბობს სააკაშვილი კაპიკის მომტანი არ არისო. დიახ, ბატონო სესიაშვილო, თქვენთვის მე კაპიკის მომტანი ნამდვილად არ ვარ, უფრო მეტიც, რაც წაიღეთ იმასაც მოგატანინებთ უკან თქვენ და თქვენისთანებს. მაგრამ, ქართველი ხალხისთვის მომტანი ვარ მრავალი მილიარდის და შემიძლია ეს ახლაც გავაკეთო, როდესაც ქვეყნის გარეთ ვიმყოფები. ბევრად მეტი ავტორიტეტი შემრჩა, ვიდრე თქვენ ყველას ერთად აღებულს,“ – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მხრიდან უცხოური ინვესტიციების მოძიება მმართველი გუნდის ინტერესებშიც შედის და ეს საკითხი თითოეულ ქართველის, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას ეხება.

„საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ „ნახალოვკის“ რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე, მსოფლიოს ინსტიტუტებში ასეთ ხალხს არავინ არ დაელაპარაკება. თქვენივე ინტერესებშია, რომ მომცეთ საშუალება საქართველოსთვის გამოვაწვდენინო დახმარების ხელი ჩვენ მეგობრებს. ეს ეხება თითოეულ ქართველს და ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას, ზუსტად ვიცი რა მოხდება თუ არ იქნება ძალიან მასშტაბური უცხოური ფულის შემოდინება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ ინიციატივას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, „სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ,“ ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ასევე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. მისი აზრით, „მიხეილ სააკაშვილი რომ არც ერთი თეთრის მომტანი არ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“ და მისი საქართველოს სახელით მოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია.

სოციალურ ქსელში სესიაშვილის განცხადებას სააკაშვილზე დიდი აგრესია მოჰყვა და მას წარუსული შეახსენეს და მისი ქონება კორუპირებული უწოდეს ასევე მოქალაქები იმით დაინტერსდნენ ჩაასხა უკვე მილიონერმა სესიაშვილმა ბასეინში წყალი ? სკანდალი რომელიც მთალი სააქართველო აალაპარაკა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს ირაკლი სესიაშვილის ქონებაზე ისაუბრა. სესიაშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ 310მსახლის შავი კარკასი 37 ათასი დოლარი დაუჯდა.

ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ სესიაშვილის სახლის აუზი იაფი დაჯდებოდა, რადგან წყალი გაშვებული არ იყო.

“310მ2 ეს სახლი, არის მხოლოდ შავი კარკასი აშენებული, მინებია ჩასმული და გალესილია. მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი და 310 კვადრატული რომ 100 დოლარზე გაამრავლო, 31 000 დოლარია”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ინტერვიუს დროს ეკა კვესიტაძემ ბიძინა ივანიშვილს მაღალჩინოსნების ქონებაზე ჰკითხა. ივანიშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ რუსთავი 2 არის “სიცრუის ტელევიზია”.

“თქვენი ფურცლები ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, როგორც წესი სიცრუის შემცველია, მე არ ვაპირებ თქვენი გფურცლების გაცნობას და რეაქციების გაკეთებას”, — განაცხადა ივანიშვილმა ეკა კვესიტაძის მიერ მიტან სურათებზე, რომლებზეც მაღალჩინოსნების სახლები იყო გამოსახული

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close