ექსკლუზივი

როცა პრემიერი ამბობს არანაირი ქელეხები და შეკრებებიო, სამეგრელოს ადგილობრივი ხელისუფლება რა დისტანციებს აკონტროლებს?ზუგდიდში,გასვენებებზე დისტანციას ზედამხედველობის და პოლიციის თანამშრომლები გაკონტროლებენ !!!

წყალტუბოდან დამირეკეს და მითხრეს რომ სამარშრუტო ტაქსები ჩვეულებრივად დადიან: უბრალოდ ტრაფარეტებს ხსნიან.

loading...

ლისზე სეირნობენ, ქელეხებს კონსპირაციულად იხდიან რეგიონებში. როცა პრემიერი ამბობს არანაირი ქელეხები და შეკრებებიო, სამეგრელოს ადგილობრივი ხელისუფლება რა დისტანციებს აკონტროლებს? არ გაუგია ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება?!

ტემპერამენტით, კოცნა -პროშვნით, კანონის არ სიყვარულით, ტაშ-ფანდურით, სამეზობლო სუფრებით ვგავართ იტალიელებს.

ჰოდა იტალიის მაგალითზე ხელისუფლება უნდა იყოს მკაცრი! უფრო მკაცრი! არ გვესმის სხვა ენა. სოციალური პასუხისმგებლობა არა ტოლმა. პოლიციელებს საქმეს ურჩევენ, ჩემ უბანში ვარ რასაც მინდა იმას ვიზამო. მხოლოდ გამოკეტილ იტალიაში დაიწყო სიკვდილიანობის შემცირება.

ასეა, აღმოჩნდნენ ქვეყნები, რომლებიც უბრალოდ უნდა აიძულო
რომ არ გადაშენდნენ და მათ შორის ვართ ჩვენც.

სამართალდამცავები და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსაურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტში გასვენებებსა და სამძიმრებზე მოქალქეებს შორის დისტანციის დაცვას გააკონტროლებენ. ამის შესახებ მერმა გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, თუ არ იქნება უკვე გაცემული რეკომენდაციები დაცული უფრო მკაცრი ზომები გატარდება.

„ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი პრობლემაა. ძალიან რთულია მოქალაქეებს შევუზღუდოთ გასვენებებში მისვლა. ჩვენი ზედამხედველობის და პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ ამ პროცესს. მაქსიმალურად ვაძლევთ რეკომენდაციებს, არ შეიკრიბონ დისტანციის დაცვის გარეშე. სადაც იქნება წინააღმდეგობები იქ უფრო მკაცრი ზომები გატარდება“, – თქვა მერმა.

ის მოქალქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი კორონავირუსის გავრცელება.

ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “ათინათი” ავრცელებს

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close