ექსკლუზივი

“როგორც პირუტყვს, ისე დაერია დას და დედას” – საზარელი ტრაგედია ჭოპორტში

28 თებერვალს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში მომხდარმა მკვლელობამ მრავლისმნახველი სამართალდამცავებიც კი გააოცა. ქიმბარაშვილების ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ და პირად საუბრებში აცხადებენ, რომ დანაშაული სასტიკი მეთოდებით არის ჩადენილი.

loading...

გამოძიების ინფორმაციით, 41 წლის ლაშა ქიმბარაშვილმა დედა, 63 წლის ციცი ქიმბარაშვილი და საკუთარი და, 43 წლის თეა ქიმბარაშვილი, სანადირო თოფითა და ხანჯლით მოკლა. როგორც ამბობენ, მკვლელობის მოტივი ოჯახური კონფლიქტია, მაგრამ სოფელ ჭოპორტში ამას არ ადასტურებენ.

“ვინ არ მირეკავს, რა მოხდაო, მაგრამ გამხელაც მრცხვენია, ისეთი არასასიამოვნო ამბავია. ნასვამი ლაშა თურმე დედას და დას წაეკამათა, შემდეგ სანადირო თოფი ჩამოიღო და, როგორც პირუტყვს, ისე დაერია ოჯახის წევრებს… მთელი სოფელი შოკშია”, – აღნიშნა მეზობელმა ნაზი ინანეიშვილმა.

“სარკის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა სანადირო თოფით რამდენჯერმე ესროლა დედას, შემდეგ კი დას ხანჯლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, და – გზაში, საავადმყოფოში მიყვანამდე.

“ლაშას ცოლი არ ჰყავდა, არც მისი და იყო გათხოვილი. ამის გამო დედა ნერვიულობდა, ორი შვილი მიბერდება და საკუთარი ოჯახი არც ერთს აქვსო. კონფლიქტური ოჯახი არ იყო, კარგები, მშრომელები იყვნენ… ერთადერთი და ხანჯლით როგორ მოკლა?! როგორც გავიგე, ჯერ დედა მოკლა და მერე დას მიადგა. საწყალი დედამისი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო და კლინიკაში მიყვანამდე”, – ყვება ოჯახის ახლობელი დოდო ნოსელიძე.

ლაშა ქიმბარაშვილი დანაშაულს აღიარებს. ის სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ჩადენის შემდეგ მას სახლიდან გაქცევა არ უცდია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაშა ქიმბარაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

http://resonancedaily.com/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close