ექსკლუზივი

რეგიონები შენი რეპორტაჟი სოც.მედია 01.02.2020 11:43:57 5° თბილისი EngRus პოლიტიკა საზოგადოება სამართალი ბიზნესი და ეკონომიკა კრიმინალი შემთხვევა მსოფლიო სხვადასხვა პოლიტიკა “ბატონო ბიძინა, ბატონო კახი არაფერი არ გეშველებათ თქვე გაჭირვებულებო” – საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის პროცესი იწყება

თბილისის საქალაქოს სასამართლოში, ლევან ხაბეიშვილის პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს.

loading...

ლევან ხაბეიშვილი, თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატების მიმართ, 5000-ლატიანი გირაოს შეფარდებას გამოეხმაურა და განაცხდა, რომ ხელისუფლება პანიკურ მდგომარეობაშია.
“ზიანი მომაყენა კალაძე, ივანიშვილის ბანდამ. ფაქტია, რომ აწუხებთ ის საქმიანობა, რასაც ვეწევი. ეს არის ყოველდღიურად მათი კორუფციაში მხილება. საზოგადოებამ იხილა როგორ კარგად, ორგანიზებულად დამესხნენ თავს. მეტიც, მე ვივარაუდე, რომ აქედან დამნაშავე ხაბეიშვილი გამოვა-თქო. იმის თავიც კი არ აქვთ, რომ რამე რომ დააშავეს პასუხისმგებლობა აიღონ. მაყურებელმა კადრები ნახა და ახლა ბრალდებულები ამბობენ, რომ ხაბეიშვილი ნაცემი არ არისო. დღეს ივანიშვილის კლოუნებმა, გამოძიებამ თქვა, რომ ზარქუასაც იგივე დაზიანებები აქვს, რაც ხაბეიშვილსო. კახი კალაძეს მინდა თავის ენაზე ვუთხრა: რა გჭირთ ტო, მართლა კახი. ადამიანები ბრმები და ყრუები ხომ არ არიან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით შემაშინებენ ძალიან ცდებიან. მე ვაპირებ კიდევ უფრო მეტ ბრძოლას და მეტ კორუფციულ საქმეს გამოვავლენ. ქართულიო ოცნება პანიკაშია და რაც უფრო მილევად მსგომარეობაშია სიგიჟეებს აკეთებს. ბატონო ბიძინა, ბატონო კახი არაფერი არ გეშველებათ თქვე გაჭირვებულებო, ვიბრძოლეთ მანამ სანამ საქართველოში არ გათენდება” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close