ექსკლუზივი

რა ხდება საქართველოში? ბარ Sky Girls-ში ახალგაზრდას სასტიკად გაუსწორდნენ-მიუტანეს “აბსურდული ანგარიში”, 5 კოქტეილის ნაცვლად მითითებული იყო 25

მოქალაქე თბილისში მომუშავე ერთ-ერთი ბარის თანამშრომლებს თანხის გამოძალვასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ივა ფრუიძე “ფეისბუქზე” წერს, შემთხვევა პარასკევს, 28 აგვისტოს მოხდა, როცა თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ბარ Sky Girls-ს მეგობრებთან ერთად ესტუმრა. მოქალაქის განცხადებით, მომხდარს პოლიცია უკვე იძიებს.

loading...

“პარასკევს საღამოს ტრადიციულად მეგობრებთან ერთად ვატარებდი შესანიშნავ დროს, როცა ჩემს მეგობარს, მეზობელ მაგიდასთან მჯდომი გოგონა მოეწონა, გაიცნო და იქითკენ გადაჯდა. შემდეგ მათგან გაჩნდა იდეა, რომ ადგილი შეგვენაცვლებინა და სხვა ბარში წავსულიყავით. ჩემი მეგობარი სულ 4 დღის ჩამოსული იყო (კარანტინი გავლილი ჰქონდა). როგორც სტუმარი მარტო არ დავტოვეთ და წავყევით სხვა, ჩვენთვის უცნობ ბარში სადაც…” – წერს ის.

ივა ფრუიძის თქმით, ბარში მცირე დრო გაატარეს და ანგარიში მოითხოვეს, რის შემდეგაც ინციდენტი დაიწყო: როგორც წერს, მიუტანეს “აბსურდული ანგარიში”, სადაც მათ მიერ შეკვეთილი 5 კოქტეილის ნაცვლად მითითებული იყო 25 კოქტეილის ღირებულება, მომსახურების პროცენტი და ამას “დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა”, რომლის წარმომავლობაც ვერ დაადგინეს.

“თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ რაღაც შეცდომაა ეს ჩვენი ანგარიში არ არის მეთქი. არაო თქვენიაო, თქვენს მეგობართან, რომ გოგოა იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული.

მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება”, – წერს ფრუიძე.

მოქალაქის თქმით, აღნიშნულის შემდეგ მასთან დამის მეგობრებთან მივიდა დაცვა, გარეთ გაიყვანა ისინი და პირადად მას ჰკითხა, რით იყო უკმაყოფილო და რატომ უარობდა ანგარიშის გადახდას. თავის მხრივ, მოქალაქემ პროტესტის მიზეზი აუხსნა, თუმცა, როგორც ამბობს, მისმა მეგობარმა მაინც გადაწყვიტა, თანხა გადაეხადა, რათა ინციდენტი ამოწურულიყო და ბარში შებრუნდა. მისი განცხადებით, აქ იწყება ფიზიკური ანგარიშსწორება მისდამი:

“ტერმინალით[მეგობარს] რათქმაუნდა არ გადაახდევინეს, ჩეკიც მოითხოვა და არ მისცეს (ასე იციან თაღლითებმა) მე კი დავრჩი გარეთ დაცვასთან სრულიად წყნარ სიტუაციაში და ეხლა ხდება საოცრება:

დაცვის ერთერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის. რის შემდეგაც შევდივარ ბარში და მხვდება 5 დაცვის წევრის და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ ექვსი ადამიანის.

მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რათქმაუნდა გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ… წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან.

მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამ გოგოსთან დავაფიქსირე პირველი ლოგიკური პროტესტი არარეალურ ანგარიშზე. ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი ძმაკაცი, რომელიც დამეხმარა ჩასაფრებიდან გამოღწევაში”, – აღნიშნავს მოქალაქე ფეისბუქ პოსტში.

ივა ფრუიძის თქმით, გამოვიდა ბარიდან და დარეკა პატრულში, თუმცა ეკიპაჟის მისვლამდე მასსა და დაცვას შორის მორიგი შელაპარაკება მოხდა:

“დავადანაშაულე ისინი ნაძირალა სისტემის სამსახურში და დანაშაულებრივ ქმედებაში. ამ დროს ერთერთი დაცვის წევრი გვერდიდან მირტყამს სახეში, სანამ იმას შევუტრიალდი მეორე მირტყამს მეორე გვერდიდან და ა.შ. მოკლედ კვლავ დამაგდეს და მირტყამდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში ყველა მხრიდან.

მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამოდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ან გადავრჩებოდი ან – არა.

რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გარდარჩენის შანსი თითქმის აღარ მქონდა, რადგან მირტყამდნენ კუნთის უზარმაზარი მასები, იყვნენ ბევრნი და სრულიად დაუნდობლები. როგორღაც მიხსნეს მეგობრებმა მათგან და ამასობაში პატრულიც მოვიდა”.

როგორც მოქალაქე წერს, პერსონალისა და დაცვის წევრთა ნაწილი ადგილზე დარჩა, 4 პირი კი მიიმალა.

“დარჩენილებს რათქმაუნდა ხელი დავადე, როგორც ამ ბოროტების თანაავტორებს და იმედი მაქვს, რომ წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე”, – აღნიშნავს ის.

ივა ფრუიძე ინციდენტის შემდეგ. ფოტოები: Iviko Pruidze

ფრუიძის თქმით, აღენიშნება უამრავი ტრავმა, ტვინის შერყევამ დაჟეჟილობებიუ, მცირე ჭრილობები და ნაკაწრები. ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მეორე კი – წინაა.

მოქალაქის განცხადებით, შემთხვევა მოხდა თბილისში, პეკინის #3-ში მდებარე ბარში, სახელწოდებით Sky Girls. ინტერნეტში იძებნება ბარის ნომერი და ფეისბუქ გვერდის ბმული, თუმცა არცერთია ხელმისაწვდომი და არც მეორე: ნომერზე დარეკვისას ავტომოპასუხე ამბობს, რომ ის ფიზიკურად არ არის რეგისტრირებული, ფეისბუქ გვერდი კი არ იძებნება.

მომხდართან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

https://netgazeti.ge/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close