ექსკლუზივი

რა ხდება საქართველოში? ამ კომპანიის თანამშრომლები, თურმე, ვერც პანაშვიდ-გასვენებაში მისულან…

წავშალე ჩემი გუშინდელი სტატუსი თამარ ბაჩალიაშვილის ამბავი, რომელშიც ერთ ვარაუდს გამოვთქვამდი და მხოლოდ.

loading...

წავშალე იმიტომ, რომ წავიკითხე (და არა მოვისმინე) მიმოწერა (ფრაგმენტს სქრინის სახით დავურთავ).

ეს მაფიქრებინებს, რომ, პრინციპში, შევცდი… ვიჩქარე.
ერთ, უწყვეტ წინადადებებში უწერია თამარს ის, რაც მე წყვეტილად მქონდა წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ვესაუბრე “ზეგ-ის” ერთ თანამშრომელს, რომელიც ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა.

გავარკვიე ზოგი (ცხადია, არა ყველა) დეტალი.

აღმოვაჩინე, რომ ეს კომპანია არათუ ტროლების ქარხანა არაა, არამედ, არის ვებ-დეველოპერთა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კომპანია, ისეთი, როგორიც ასობითაა საქართველოში.

აღმოვაჩინე ისიც, რომ თამარის ყოველთვიური ხელფასი იყო 4000 + ლარი და არა რამდენიმე ათეული ათასი და მის დამფუძნებელს – რეიჰბაჰს, ტელეკომენტარში რომ აქვს ნათქვამი ბევრი ბევრი ათასი, წლიურ შემოსავალს გულისხმობდა.

კიდევ ერთი – აღმოვაჩინე, რომ ამ კომპანიის თანამშრომლები, თურმე, ვერც პანაშვიდ-გასვენებაში მისულან და ამის მიზეზი ისაა, რომ დღემდე აქვთ შიში, რომ მათზე განხორციელდება ბულინგი…
არადა, ვსაუბრობთ 20-25 წლის ახალგაზრდა გოგო-ბიჭებზე, თამარის მეგობრებზე თუ თანამშრომლებზე.

მე არ მერიდება ბოდიშის მოხდა.
კვლავ ვიმეორებ, ჩანს, ვიჩქარე.

და ნეტა ახლანდელი სტატუსიც არ მქონდეს წასაშლელი.

და კიდევ უფრო ბურუსითაა მოსილი თამარის გარდაცვალების ამბავი…
თვითმკვლელობაა? რატომ?
ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე?

მკვლელობაა? რატომ?

ადევს კი ტაბუ თემებს?

ბოდიში.

ირაკლი ტაბლიაშვილი

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close