კატეგორიის გარეშე

რატომ მოკლა დედა მილიარდერის შვილმა

ეგორ სოსინი და მისი დედა ანასტასია, მოსკოვიდან კაზანში ჩავიდნენ ამერიკელი ფსიქოთერაპევტის სემინარზე დასასწრებლად.

loading...

ოლიგარქის ყოფილი ცოლის მკვლელობა ათ დეკემბერს მოხდა.ის დამტენი მოწყობილობის შნურით მოგუდეს.19 წლის ეგორ სოსინი გასისხლიანებული, დაბნეული, სავარაუდოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ დადიოდა სასტუმროში.მან პოლიციას განუცხადა, რომ დედამ მისცა რაღაც აბები და დაეწყო ჰალუცინაციები.რა და როგორ მოხდა, მას არ ახსოვს.

იგორ სოსინი, სარემონტო და სამშენებლო მასალების, ავეჯის მაღაზიების დიდი ქსელის მეპატრონეა.მილიარდერი რამდენიმე წლის წინ დაშორდა მეუღლეს და იქორწინა მეორედ.ახალ მეუღლეს კანში შეუძინა სამნახევარ მილიონ ევროდ შეფასებული უნიკალური ორმოცი კაბა.სავარაუდოდ, ოჯახურმა არეულობამაც იმოქმედა უმცროსი სოსინის ფსიქიკაზე.ის ფეისბუქში თავის გვერდზე ბოლოს წერდა, რომ უნდოდა ოჯახისგან დამოუკიდებლად ეცხოვრა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close