ექსკლუზივი

რატომ მალავს „კიმ ჩენ ინის” და ძმის ცხედარს?რას ამბობს ჩრდილოკორეელი დისიდენტი დიქტატორზე და მის სავარაუდო მემკვიდრეზე

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა სიმართლეს შეესაბამება – ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპს” ,2006 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულმა დისიდენტმა განუცხადა, რომელიც ამჟამად სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობს.

loading...

„ამას 100%-იანი სიზუსტით ვერ ვიტყვი, მაგრამ კიმ ჩენ ინის გარდაცვალების ალბათობა 99%-ია. ჩრდილოეთ კორეა ლიდერის გარდაცვალებას ოფიციალურად არ ახმაურებს, რადგან მათ რთული მემკვიდრეობის პრობლემა აღმოაჩნდათ,” – განაცხადა დისიდენტმა ჩი სონ ჰომ.

მისი ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი გულის ოპერაციის შემდეგ გასულ შაბათ-კვირას გარდაიცვალა. ამბობს, რომ დიქტატორის სავარძელს სავარაუდოდ კიმის და დაიკავებს.

კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია, ამიტომაც გაჩნდა ეჭვი მის ავადმყოფობასა და სავარაუდო გარდაცვალების შესახებ.

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ელჩი ბრიტანეთში, რომელმაც 2016 წელს სამხრეთ კორეას შეაფარა თავი, აცხადებდა, რომ კიმ ჩენ ინი ავადმყოფობის გამო ცხოვრების მანძილზე ნორმალურად გავლას ვერ შეძლებდა. 25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია”, რასაც ფხენიანში უარყოფენ. ლიდერის გარდაცვალების ფაქტს ასევე ურყოფს რუსეთის ხელისუფლებაც , შეერთებული შტატები კი ლიდერის გაუჩინარებას „უჩვეულოს” უწოდებს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close