ექსკლუზივი

“რამ გაუქვავა ამ ხალხს ასე გული, იციან, რომ მათ გვერდით 11 წლის ბავშვს ყოველდღე სცემენ და ლაჩრულად გაყუჩებულნი არიან, მოკლეს ბავშვი და ახლა მოთქვამენ” – დეკანოზი თამაზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მამის მხრიდან 11 წლის ბიჭზე ძალადობის და გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

loading...

რამ გაუქვავა ამ ხალხს ასე გული და რამ დაუჩლუნგა ასე აზროვნება?! იციან, რომ მათ გვერდით 11 წლის ბავშვს ყოველდე სცემენ, სტანჯავენ, კლავენ და ლაჩრულად გაყუჩებულნი არიან. რა გული გითმენს ნათესავს, მეზობელს ან უბრალოდ შემსწრეს ბავშვს როცა სცემენ და შენ ხმას არ იღებ და არ ეხმარები?! რამ გამოგაშტერათ ასე? ჩემს პირად მტრად ჩავთვლიდი, თავზეხელაღებულივით დავუპირისპირდებოდი და ყოველდღე გამოვიძახებდი პოლიციას, სანამ იმ საწყალ ბავშვს არ წავართმევდი იმ ლოთ და მოძალადე მამას. დამთავრდა, აღარ ეკუთვნის არცერთ მოძალადე მშობელს შვილი. ამათ კი შეეძლოთ ბავშვის გადარჩენა და გულგრილობით და უდარდელობით გაწირეს, გესმით? მოკლეს ბავშვი და ახლა მოსთქვამენ, ეს ვითომ შეწუხებული, მშიშარა მონები”, – წერს დეკანოზი.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close