სამართალი

რამოდენიმე წუთის წინ წყალტუბოში მამაკაცი ხანჯლით აჩეხეს

წყალტუბოში, საცხოვრებელ ბინაში დაწყებული დაპირისპირება, მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.  ის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ხანჯლით მოკლეს.მარკეტის სათვალთვალო კამერებიდან სისხლიანი გარჩევის კადრები პოლიციამ უკვე ამოიღო.   დაჭრილი 43 წლის კაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

loading...


მომხდარის შესახებ მალევე ეცნობა წყალტუბოს პოლიციას. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები, დაიკითხნენ მეზობლები, გარდაცვლილის ნათესავები და თვითმხილველები, დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული,  41 წლის მამაკაცი.


ბინა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, ახლა დალუქულია.

kutaisipost.ge

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close