ექსკლუზივი

რამდენიმე წუთის წინ თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო დონალდ ტრამპის ევაკუაცია გახდა საჭირო

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო ბრიფინგი შეწყვიტა. პრეზიდენტი აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა, ოთახიდან გაიყვანეს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა “cnbc” ავრცელებს. დონალდ ტრამპი ბრიფინგის ოთახში რამდენიმე წუთში დაუბრუნდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირს ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

loading...

„თეთრ სახლთან სროლა იყო. როგორც ჩანს, სიტუაციას ძალიან კარგად აკონტროლებენ. ვიღაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. არ მაქვს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სროლის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა“, – განაცხადა ტრამპმა.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close