ექსკლუზივი

რამდენიმე წუთის წინ თბილისში, ერთი მამაკაცი გარდაცვლილი, მეორე კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს

თბილისში, გლდანის მე-5 მიკრო რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი ნახეს. ამის შესახებ report.ge-ს კომპანია “თბილისი ენერჯიდან” აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთან ერთად უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. 

loading...

კომპანიის ცნობით, ბინაში, სადაც მამაკაცი, სავარაუდოდ, CO-თი გარდაიცვალა, კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს. 

“სამაშველო საგამოძიებო და თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა. ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი.

ბინაში სადაც მამაკაცი, სავარაუდოდ CO-თიდაიღუპა, რამდენიმე თვის წინ „თბილისიენერჯის“ სპეციალისტებმა გეგმიური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ჩახსნეს ქსელიდან. ბინაში მცხოვრებლები კი გააფრთხილეს, თუმცა მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს აკრძალული და საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც სავარაუდოდ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. 

თბილის იენერჯი გაფრთხილებთ დაიცვათ გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო მოხმარების წესები და აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი სპეციალისტების რჩევები. ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კატეგორიულად აკრძალულია დახურულ სივრცეში ღიაკამერიანი გაზის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების (ე.წ. კალონკების) მოხმარება” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close