ექსკლუზივი

რამდენიმე წუთის წინ ექიმებს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ექიმებს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

loading...

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მისულ სასწრაფოს ეკიპაჟის წევრებს სოფლის მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.

ექიმებს ჰქონდათ ინფორმაცია რომ ერთერთ ოჯახში 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდათ. იგეგმებოდა პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ოჯახის წევრებმა ექიმებს პაციენტები არ გამოაყოლეს რის შემდეგაც ადგილზე საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. სოფელში პოლიციის მისვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ადგილობრივები ქვებით და ხელკეტებით გაუსწორდნენ სამართალდამცავებს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მაქნანები.

ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს ვაზუსტებთ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close