ექსკლუზივი

“პროკურატურის ვერსიით შაქარაშვილზე დევნა, მისი ცემა, მდინარეში გადაგდება, დამნაშავეების უკან დაბრუნება და ფეხით მისვლა მანქანამდე, სამრეცხაოსთან, ეს ყველაფერი 7 წთ-ში მოხდა, თქვენი აზრით, ეს რეალურია?” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია შაქარაშვილის საქმეზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პროკურატურის ვერსიას დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით არარეალურს უწოდებს.https://www.facebook.com/v7.0/plugins/quote.php?app_id=632119583488788&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Df3539c312999778%26domain%3Dwww.newposts.ge%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fwww.newposts.ge%252Ffb66081e344bec%26relation%3Dparent.parent&container_width=705&href=https%3A%2F%2Fwww.newposts.ge%2F%3Fnewsid%3D238348&locale=en_US&sdk=joey

loading...

“კიდევ ერთხელ პროკურატურის ვერსიაზე:

ტოიოტასთან 7 წუთში ბრუნდება 2 მგზავრი, სადაც დახვდათ ვასილ მახარაძე. ესე იგი, სამი უკვე მანქანაშია.

ვასილ მახარაძის გარდა, რომელიც მანქანასთან დარჩა, ყველა გაეკიდა შაქარაშვილსა და სხვებს. ანუ 5 კაცი

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ხუთივე პირი ჩაჰყვა გიორგი შაქარაშვილს ხევში, ფერდობზე, მდინარემდე.

ანუ სულ გვაქვს 7 წუთი. ამ 7 წუთში უნდა მოესწროს შემდეგი მოქმედებები:

1. გაეკიდონ მაგისტალზე შაქარაშვილსა და სხვებს.

2. ნაწილმა გადაკვეთოს მაგისტრალი და მივიდეს ჯერ ფერად სახლამდე, ჩავიდეს მეორე ხარისხოვან გზაზე. მეორე ნაწილი ჯერ მივიდეს ხიდის ბოლომდე, შემდეგ გააგრძელოს მოძრაობა, გზა მოუჭრას გიორგი შაქარაშვილს და ორი მათგანი უკან დაბრუნდეს მანქანასთან.

ეს სრულიად შესაძლებელია, მაგრამ რას ამბობს ამის შემდეგ პროკურატურა:

3. შაქარაშვილმა ფერადი შენობიდან უნდა ირბინოს მეორეხარისხოვან გზაზე, შემდეგ უნდა გადაუხვიოს ხიდის ქვეშ, ფერდობზე.

4. ხუთივე მდევარი ჩაჰყვეს შაქარაშვილს ამ ფერდობზე

5. შაქარაშვილი სიბნელეში, უცნობ გზაზე, სირბილით ჩავიდეს მდინარემდე ისე, რომ არ წაიქცეს და დაზიანება არ მიიღოს.

6. მდევრებიც უნდა ჩაჰყვნენ მდინარემდე, მათ შორის, მძიმეწონიანი სპორტსმენები.

7. სცემონ შაქარაშვილს.

8. შაქარაშვილი გადააგდონ მდინარეში.

9. ჩანთა აღმოჩნდეს ხიდის ბურჯზე

10. ხუთივე პირი ამოვიდეს სიბნელეში უკან.

11. ხუთივე აღმოჩნდეს ხიდის ქვემოთ.

12. მერე ამოვიდნენ ასევე ფეხით მაგისტრალზე, ხიდის ბოლოში.

13. ხიდის ბოლოდან ორი მათგანი ფეხით მივიდეს მანქანამდე, სამრეცხაოსთან.

ეს ყველაფერი უნდა მოესწროს 7 წუთში. თქვენი აზრით, ეს რეალურია ? ” – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close