ექსკლუზივი

პოლიტკური/წინასაარჩენო კლასტერი-“დღეს დილით , ბატონმა პრემიერმა გააკეთა ჩვენთვის, ალბათ, მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო განცხადება-თენგიზ ცერცვაძე

loading...

“დღეს დილით, მთავრობის სხდომაზე, ბატონმა პრემიერმა გააკეთა ჩვენთვის, ალბათ, მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო განცხადება, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ელოდება მთელი ქვეყანა”, – ასე ეხმაურება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პრემიერის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის დაახლოებით 40 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ცერცვაძე ამბობს, რომ დაწესებულებას საკუთარი შენობა-ნაგებობები და ტერიტორია 10 წლის განმავლობაში არ ჰქონდა.

“ჯერ კიდევ 2009 წელს, სამწუხაროდ, მაშინდელი ხელისუფლების მიერ, ამ ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები იქნა გაყიდული და ის შეიძინა კომპანია „ავერსი ფარმამ“. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენს ცენტრს, რომელიც არის ქვეყნისთვის უმთავრესი, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული სამედიცინო დაწესებულება, 10 წელი არ ჰქონდა საკუთარი შენობა-ნაგებობები და ტერიტორია; იმყოფებოდა, ასე ვთქვათ, “მდგმურად” „ავერსი ფარმას“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

ეს იყო ძალიან მძიმე და უკიდურესად უსამართლო პერიოდი.

ეს არის სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისთვის დამახასიათებელი უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და უდიდესი ეკონომიური ზარალით. ეს ის დაწესებულებაა, რომელიც იყო ძირთადი ინიციატორი და განმახორციელებლი მსოფლიოში უპრეცედენტო, უნიკალური C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა, რომელმაც საქართველოში უკვე განკურნა 70 ათასზე ავადმყოფი და სიკვდილს გადაარჩინა დაახლოებით 25 ათასი ავადმყოფი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close