ექსკლუზივი

პოეტი და პარლამენტის თავჯდომარე განცხადებას ავრცელებს-“თქვენნაირი ჟურნალისტების სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, ჩემი მეუღლე დაქვეითდა…” განათლებულ ქალს არ აქვს უფლება რომ საჯარო სექტორში იმუშაოს

„თქვენნაირი ჟურნალისტების სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, ჩემი მეუღლე დაქვეითდა და ახლა ყველაზე დაბალ პოზიციაზეა, ვიდრე მის სამუშაო ბიოგრაფიის დროს ჰქონია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის შემდეგ განაცხადა, რომელიც მისი მეუღლის ფინანსთა სამინისტროში დასაქმებას ეხებოდა.

loading...

„ჩემი მეუღლე უნივერსიტეტის დამთავრების პირველივე დღიდან მუშაობს საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პროექტზე, მას უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა და მინდა თქვენი ეთერის მეშვეობით წარმატებები ვუსურვო. ამ მომენტში, ჩემი დაწინაურების შემდეგ, სამწუხაროდ, პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით და თქვენნაირი ჟურნალისტების სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, ის დაქვეითდა და ახლა ყველაზე დაბალ პოზიციაზეა, ვიდრე მის სამუშაო ბიოგრაფიის დროს ჰქონია. მე რეკომენდაცია არ გამიწევია, როგორც ყველა, კანონმდებლობის სრული დაცვით, ისე დაინიშნა.

თქვენ წინააღმდეგი ხართ, რომ მეუღლეები მუშაობდნენ? მეუღლის დაბადება, განათლების მიღება და სამუშაოს დაწყება ემთხვევა ჩემს არსებობას ამ ქვეყანაში, მაგაში მართალი ხართ. არ აქვს უფლება ქალს, რომ საჯარო სექტორში იმუშაოს, მოუხედავად იმისა, მისი მეუღლე სად მუშაობს?“ – მიმართა თალაკვაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე, ქეთევან ბუბუტეიშვილი ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს. ის მარკეტინგის მენეჯერია.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close