ექსკლუზივი

“პატრიარქის ნაჩუქარი ხატი გაუძღვება რეისებს, რომლებიც ევროპაში ჩარჩენილ ემიგრანტებს ” – Georgian Airways-ის დირექტორი

Georgian Airways-ის დირექტორის, რომან ბოკერიას თქმით, ხვალიდან თვითმფრინავი, რომელიც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს ქვეყანაში დააბრუნებს, პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს რეისებს. რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის უდიდესი მადლი.
“დიდება უფალს! დღეს სასწაული დღეა „ჯეროჯიოან ეარვეისის“ ისტორიაში. უღრმესი მადლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს „ჯორჯიან ეარვეის“-ისთვის ხატის ჩუქებისთვის და ჩვენი ავიაკომპანიის პილოტების, ბორტგამცილებლებისა და ჩვენი მგზავრების – საქართველოს მოქალაქეების კურთხევისთვის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ კურთხეული ხატის ჩუქება საქართველოს ეროვნული ავიახაზებისთვის, „ჯორჯიან ეარვეისისათვის“ არის უდიდესი მადლის, სიკეთის, სითბოს, სიყვარულის და მფარველობის ჩუქება ჩვენი გმირი პილოტების, ბორტგამცილებლების, ტექნიკური მომსახურე პერსონალის და მთლიანად მთელი კოლექტივისთვის. ხვალ 7 აპრილს, ხარება დღეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე კურთხეული და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი გაუძღვება რეისს თბილისი – ათენი – თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში. ეს ხატი იქნება ყველა რეისზე, რომელიც შესრულდება ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ” – წერს რომან ბოკერია.

loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close