ექსკლუზივი

“ოცნების” მომხრე რუსი იდეოლოგი დუგინი:როდესაც მე ვამბობდი ტანკები შეგვეყვენათ თბილისში ეს არ იყო მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართული ოცნება ბევრად უკეთესია საკაშვილის შემთხვევაში !!

ცნობილმა რუსმა იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა, პროპუტინური ინტერნეტ ტელევიზიის ალტ-ინფოს ეთერში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და ამ მიმართულებით ქართული ოცნებისა და პირადად ივანიშვილის როლზე ისაუბრა

loading...

როდესაც მე გამოვდიოდი წინადადებით ტანკები შეგვეყვენა თბილისში ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თუ რუსული ტანკები შემოვიდნენ თბილისში, ჩემი აზრით სიტუაცია დღევანდელისგან ბევრად განსხვავებული არ იქნებოდა. დღეს საქართველო უფრო ნეიტრალურია, დიახ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნატოს, ეს არის სასტიკი ბრძოლა გადარჩენაზე, თუმცა არ ღირს რუსული ოკუპაციის დემონიზება”, – ამბობს დუგინი. 

საინტერესოა რომ, დუგინის პოზიცია ემთხვევა ოცნების და პირადადი ივანიშვილის პოზიციას კიდევ ერთ საკითხში. კერძოდ – დუგინი მმართველი პარტიის მსგავსად მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს წინააღმდეგობის ქვა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

“ჩვენ ვხედავთ, რომ სუბიექტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ისტორიული გეოპილიტიკური, ძლიერი, მართლმადიდებლური ქართული საქართველოს მომავალი დგას არა იმაზე, რომ იყოს წინააღმდეგობის წერტილი რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ იმაზე, რომ საქართველო იყოს ხიდი რუსეთსა და ნორმალურ დასავლეთს შორის.”

დუგინის თქმით, ივანიშვილი და ოცნება არ არის გუნდი, რომლის პირობებშიც რუსეთთან ყველა პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, თუმცა ივანიშვილი რუსეთთან პოზიციების დაახლოების პროცესისთვის “მეტად სასარგებლოა.”

“მე ვფიქრობ ესეთი სუბიექტები საქართველოში უკვე ჩნდებიან, დიახ ეს არ არის ივანიშვილი, ივანიშვილი და ოცნება ეს გარდამავალი სტრუქტურაა, მაგრამ ის ძალიან სასარგებლოა. თუ შევადარებთ, ივანიშვილის ქართული ოცნებისა და სააკაშვილი გუნდის სტრუქტურას შემიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნება ბევრად უკეთესია ჩემი აზრით, შესაძლოა მე ვცდები, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში საუბარია რადიკალურ გლობალიზმზე, ოცნების შემთხვევაში საუბარია პრაგმატიზმზე, ცენტრიზმე, ისეთ რაღაცაზე, რომელიც რუსეთის მმართველ პარტიის ტიპის სტრუქტურაა.”

დუგინის პერსპექტივიდან ქართული ოცნების პოლიტიკას და სტრუქტურას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო, რაც ხელს შეუწყობს ახალი ტიპის პოლიტიკოსების გამოჩენას, რომლებთანაც რუსეთი ყველა პრობლემის გადაჭრას შეძლებს.

“მე არ ვარ კმაყოფილი არც ქართული ოცნებით და არც რუსეთის მმართველი პარტიით, მაგრამ ეს უკვე რაღაც არის, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, საჭიროა ახალი პოლიტიკოსები, აუცილებელია საქართველოს და რუსეთის ურთიერთობების შენება სრულიად ახალ პრინციპებზე, მე ვფიქრობ ესეთი პოლიტიკოსები საქართველოში გამოჩნდებიან და უკვე ჩნდებიან. ეს პოლიტიკური ფიგურები საქართველოში უკვე ჩნდებიან, სინამდვილეში გარკვეული აზრით, სწორედ ივანიშვილის შუალედის მეშვეობით ჩნდება მოთხოვნა ახალი ტიპის პოლიტიკოსებზე, რომლებთანაც რუსეთი მომავალში გადაჭრის პრობლემას.”

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close