ექსკლუზივი

“ორსული მეუღლის თვალწინ დაჭრეს” – ვინ არიან ბათუმში დაჭერილი ახალგაზრდები?

ბათუმში გუშინ ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია დაკავებული სპორტსმენების რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის ახლობლებმა, მათი გათავისუფლების მოთხოვნით გამართეს, მათ ქალაქის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის მოთხოვნებს დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამცავებმა 30 პირი დააკავეს, რომელთაგან 28 პირი დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე პოლიციამ 7 მაისს, აჭარელ ბიზნესმენთან – რომან ჯინჭარაძესთან, მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავა და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. „პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი დაკავებულის რეზო წულუკიძის დას, დარეჯან წულუკიძეს დაუკავშირდა.

loading...

“ჩემი ძმა, ელდარ ანთაძე და ბიზნესმენი ჯინჯარაძე ბათუმში მეზობლები არიან. იქვე აქვს ოფისი ამ ბიზნესმენსაც. ჩემს ძმას მისმა მეგობარმა მიაკითხა მანქანით და სანამ რეზო ჩავიდა მასთან, ბიზნესმენმა რომან ჯინჭარაძემ დაიწყო ჩხუბი, მანქანის ხმაური მაწუხებსო და მოხდა დაპირისპირება. ამ ჩხუბზე გამოვიდა ეზოში ელდარ ანთაძეც. მოგვიანებით, იქვე შერიგდნენ ოფისში და მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი.

არ ვიცი რა მოხდა, ორი დღის შემდეგ ელდარს და რეზოს სახლთან დახვდნენ ჯინჭარაძის მომხრეები, დაახლოებით 30 კაცი და დაიწყეს ჩხუბი. ბიჭები, დანით დაჭრეს საჯდომზე. ამ ჩხუბს უყურებდნენ მეზობლები, ჩემი რძალი, რომელიც 6 თვის ორსულია და მისი მცირეწლოვანი შვილი”, – განაცხადა წულუკიძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close