ექსკლუზივი

ორმაგი მკვლელობა –რატომ მოკლა მეზობელმა მეზობელი გურიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მკვლელობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში – სანადირო თოფით მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

loading...

მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი აქამდე არ ყოფილა.

მოკლულის მეუღლე ვარაუდობს, რომ მკვლელობა შემთხვევით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მკვლელი მონადირე იყო და მას იარაღი ჰქონდა. ისინი ვარაუდობენ, რომ მონადირის მიერ გასროლილი ტყვია სამიზნეს ასცდა და მეზობელს მოხვდა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

ეს ველოსიპედით მიდიოდაო, მეუღლემ თქვა, გოჭის საყიდლადო. ის ალბათ, რამეს ესროდა, ან ვირთხას და ამას მოხვდა შემთხვევით. შეიძლება სხვა ყოფილიყო. ის ვიცი, რომ ამათ შორის კამათი არასდროს ყოფილა, – ამბობს ერთერთი ადგილობრივი.

ადგილზე სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close