ექსკლუზივი

ორი დიდი პრეზიდენტი!პირველმა დამოუკიდებლობა მოგვიტანა და მოწამებრივი სიკვდილი მიიღო სამშობლოსათვის, ხოლო მეორე საქართველოს სახელმწიფოს აშენებისთვის ქვეყნიდან გავაძევეთ და ავუკრძალეთ თავის სამშობლოში დაბრუნება!

ორი დიდი პრეზიდენტი!
თანამედროვე საქართველოს რესპუბლიკის ფუძემდებლები. ქართველი ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი!

loading...

პირველმა დამოუკიდებლობა მოგვიტანა და მოწამებრივი სიკვდილი მიიღო სამშობლოსათვის, ხოლო მეორე საქართველოს სახელმწიფოს აშენებისთვის ქვეყნიდან გავაძევეთ და ავუკრძალეთ თავის სამშობლოში დაბრუნება!
#
ამ პოსტს მიხეილ ქვლივიძის ცნობილი ლექსი უხდება. თუმცა მ. ქვლივიძე ზ.გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ ჩვენი ერის თავისებურება ამაშიც გამოიხატება, რომ ხშირად, „არა იციან, რასა იქმან“.
#

მაშ თქვენ ფიქრობთ, რომ
არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია
თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია?
*
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,
საბა სულხანი გაახვია ბერის კაბაში,
თავშესაფარი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.
*
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია,
და ან მაჩაბელს გაუწოდა ხელი სამიწე,
ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?
*
არა, ქართველთ გზა როდის არის ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება,
სარკმელს გააღებს მომღიმარე გალაკტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close