ექსკლუზივი

“ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ გასვენებაში უნდა მოვიდე” –დიდი ტრაგედია და სულისშემძვრელი წერილი !!

11 აგვისტოს ბათუმში, “ორბი თაუერსის” ერთ-ერთი კომპლექსის მეოცე სართულიდან 25 წლის ლაშა კუხიანიძე გადმოვარდა.

loading...

ლაშამ 8 აგვისტოს იქორწინა. ბობოყვათში ხელი მარიამ ჩხარტიშვილთან მოაწერა. წყვილს, “ორბი თაუერსის” მეოცე სართულზე, აპარტამენტი, ოთხი დღით ჰქონდა დაქირავებული. 11 აგვისტოს კი უბედური შემთხვევა დატრიალდა.

უბედურ შემთხვევას გარდაცვლილის მეგობარი ნიკო ბერიძე ეხმაურება. მან გარდაცვლილი მეგობრისგან გამოგზავნილი უკანასკნელი მონაწერის “სქრინი” გამოაქვეყნა, სადაც ლაშა თავის ხელის მოწერაზე ეპატიჟება ნიკოს. “ნიშნობაზე ვერ მოვედი და ისე გამიკეთე, რომ შენს გასვენებაში უნდა მოვიდე” – აწერს მიმოწერას ბერიძე.

“ლაშა კუხიანიძე ჩემი “ლუბიმჩიკი” მეგობარი იყო… ბელის ვეძახდით. დრამატულ თეატრში გავიცანი. მაშინ მისი მეგობარი, ასევე ქუთაისელი თორნიკე ბარამიძე თეატრალურის სტუდენტი იყო და ლაშა მასთან ჩამოვიდა ბათუმში. მაშინვე ჩემი “ლუბიმჩიკი” გახდა. ლაშა და თორნიკე, თოთი, განუყრელი მეგობრები იყვნენ. უერთმანეთოდ ვერც ერთი ვერ წარმომედგინა. ახლა რას განიცდის თორნიკე, წარმომიდგენია. ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა, გაცნობის დღიდან. მე და აჩიკო გოგიტიძე სადაც კი მივდიოდით, ლაშას სულ თან დავატარებდით. მუდამ მომღიმარი იყო. ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი. ნიჭიერი მსახიობი იყო. საერთოდ, უნიჭიერესი კაცი იყო!”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” ნიკო ბერიძე.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close