ექსკლუზივი

ნიკა გვარამია: “აი, რაც ლაშა ტალახაძემ ქნა, ეს უბრალოდ..”

ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თორნიკე შენგელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

loading...

გვარამიამ ასევე გაიხსენა ლაშა ტალახაძის სიტუაცია, როდესაც მან სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში მიიღო მონაწილეობა.

გთავაზობთ გვარამიას სტატუსს უცვლელად:

“შენგელია, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ მოიქცა, მაგრამ რა სხვაობაა ცესკაში თამაშსა და რუსეთის აგენტ ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად მხარდაჭერას შორის, ვერ ვხვდები.

აი, ლაშა ტალახაძემ რაც ქნა, მაგალითად – ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში გაწვრთნილი თუთიყუშივით სულ რომ 48 იძახა. ერის რისხვა რომ დავიმსახურე მისი გაკრიტიკებისთვის და ახლა ის მრისხანე ხალხი შენგელიას რომ დებს მიწაში, ჩემთვის პირადად სასაცილოა.

მე რომ მკითხო, კაცმა არ იცის, რუსეთში წასვლა და ცესკაში თამაში ჯობია, თუ მტრის რეზიდენტის ქვეყნის პრეზიდენტად დასმაში თუნდაც ერთი აგურის დადება”. – წერს გვარამია.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close