ექსკლუზივი

მშიერი ქვეყანა და “სექს რეგულაციები”-“რა ჯიში ხართ ან რამ დაგაბრმავათ? ვინ დაგაყენათ სხვის ლოგინთან დარაჯად?”

ენდოკრინოლოგი თამარ ხასაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება:

loading...


„სუროგაციის აკრძალვის თემა, რომ იდიოტობაა ამაზე არ ვილაპარაკებ. არც იმაზე, რომ თურმე გერმანიაში საერთოდ არ კეთდება ინ ვიტრო გამაყოფიერება.

ყველაზე უფრო ქალებისგან წამოსულმა აგრესიამ გამაოცა კომენტარებში იმ ქალების მიმართ ვინც მარტოხელა დედაა ან სუროგაციას საჭიროებს. ასეთი არატოლერანტული ქალი ქალის მიმართ?.. ვთქვათ დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ჩაუტარდა საშვილოსნოს ექსტირპაცია (ამოუღეს საშვილოსნოს) მას აქვს შანსი ჰყავდეს ბილოგიური შვილი. არ დავეხმაროთ? ვინ მოგცათ ნება დედობის უფლება წაართვათ? რა ჯიში ხართ ან რამ დაგაბრმავათ? იქნება სულ არ უნდა ქმარი ყავდეს და აჩენს ისე, ვინ დაგაყენათ სხვის ლოგინთან დარაჯად?.. პოლიტიკა იქით იყოს. ქალები ვისაც გყავთ შვილი და ქმარი, რამ გაგაცოფათ ასე, რატომ არის თქვენი სადარდებელი მეზობლის ქალი ქმრისგან გააჩენს, საყვარლისგან თუ იშვილებს?“


ცნობისთვის, მარტოხელა მშობლები სუროგაციის გზით შვილის ყოლას ვეღარ შეძლებენ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close