ექსკლუზივი

მორჩა დასრულდა ლამაზი სიცოცხლე, ბოდიში რომ ვერ ვაჯობეთ სიკვდილს”

პარტია კანონი და სამართალის წევრი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მან მწუხარება გამოთქვა თავისი კოლეგის გარდაცვალების გამო და ოჯახს მიუსამძიმრა.”მორჩა… დასრულდა ლამაზი სიცოცხლე… გიორგი, ბოდიში რომ ვერ ვაჯობეთ სიკვდილს, გვემახსოვრები ყველას…დამამახსოვრდები მძიმე დროს გვერდით დგომით, იქ, სადაც მჭირდებოდი და სულ ცოტა ხნის წინ, ქუჩაში რომ დამინახე, მოხვედი და საკუთარი ხელით შემაკეთებინე მანქანა, ირა ვერკვევი კარგად ამ ამბებშიცო… რა ვიცოდი ძმაო, თორემ რა მანქანა, რის შეკეთება, მოგეფერებოდი კაცურად…
ძალიან დააკლდები შენს ოჯახს, ქვეყანას, კოლეგებს, ყველაზე მეტად კი შენს ახალშობილ შვილს…” – წერს ირაკლი ღლონტი.

loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close