ექსკლუზივი

“მინდა, ერთი რამ ვუთხრა მათ, ვინც ჩემს სიკვდილით დასჯას ითხოვს”

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის

loading...

საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა.

რო­გორც რე­ვა­ზიშ­ვი­ლი წერს, რო­დე­საც ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს, იმე­დოვ­ნებ­და, რომ ექ­სპერ­ტე­ბი “გუ­გლის“ სის­ტე­მი­დან არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მისი ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტს ამო­ი­ღებ­დნენ, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გა­მო­ძი­ე­ბამ წა­შა­ლა.

გთა­ვა­ზობთ წე­რილს უც­ვლე­ლად:

“უკვე 2 თვეა ვიმ­ყო­ფე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რის ტყვე­ო­ბა­ში. მე­და­ვე­ბი­ან გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, თუმ­ცა თა­ვი­სუფ­ლე­ბა არა­ვის­თვის აღ­მიკ­ვე­თავს.

მე­და­ვე­ბი­ან ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას, მა­შინ, როცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი არა­სო­დეს მი­ნა­ხავს.

როცა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, მა­შინ­ვე მი­ვე­დი მცხე­თა­ში გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან და მო­ვუ­ყე­ვი, რაც ვი­ცო­დი. პი­რა­დად მი­ვუ­ტა­ნე გა­მო­ძი­ე­ბელს 19 ივ­ნისს ნაც­ვა­მი გა­უ­რე­ცხა­ვი ფეხ­საც­მე­ლი და ტან­საც­მე­ლი, გა­და­ვე­ცი ჩემი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, ჩა­ვა­ბა­რე გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, ჩემი სურ­ვი­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ამოც­ნო­ბა­ში. გა­მომ­ძი­ე­ბელს გა­და­ვე­ცი ჩემი ტე­ლე­ფო­ნის გამ­ხსნე­ლი პა­რო­ლი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ენა­ხათ, რაც ტე­ლე­ფონ­ში მქონ­და, იმის ღრმა რწმე­ნით, რომ სი­მარ­თლე დად­გინ­დე­ბო­და.

როცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი დამ­დეს და და­მაბ­რა­ლეს, თით­ქოს გზა მო­ვუ­ჭე­რი შა­ქა­რაშ­ვილს და ხევ­ში ჩა­ვე­დი, იმე­დი მქონ­და, ექ­სპერ­ტე­ბი “გუ­გლის“ სის­ტე­მი­დან ამო­ი­ღებ­დნენ არაგ­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩემი ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუტს და სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ო­და, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბამ წა­შა­ლა. ამის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა სი­მარ­თლის დად­გე­ნით კი არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ ფაქ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბით, მას შემ­დეგ, რაც გა­მო­ძი­ე­ბამ წა­მი­შა­ლა თა­ვის მარ­თლე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მივ­ხვდი, რომ ამ ბინ­ძუ­რი სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი უძ­ლუ­რია.

მე­გო­ნა, რომ სის­ტე­მა ამა­ზე მეტს ვე­რა­ფერს და­მი­შა­ვებ­და, თუმ­ცა ვცდე­ბო­დი, როცა ამოც­ნო­ბის მიზ­ნით ცი­ხი­დან შსს-ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. იქ არ დარ­ჩე­ნი­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც არ გა­მე­სა­უბ­რა და კი­თხვე­ბი არ და­მის­ვა. ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონ­დათ. ამ სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმი­სას ყვე­ლა მაღ­ლა იხე­დე­ბო­და.

წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? როცა ის, ვინც მკვლე­ლო­ბას სა­ჯა­როდ გაბ­რა­ლებს, არა­ფორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში გი­დას­ტუ­რებს, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ხარ. არ­გუ­მენ­ტი – სხვა გზა არ აქვთ.

დღეს, 2020 წლის 26 აგ­ვის­ტოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­კი­თხა ჩემი თა­ნა­მე­საკ­ნე, კობა ჩი­ტი­ძე, რო­მელ­საც თურ­მე არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ აღ­სა­რე­ბა ჩა­ვა­ბა­რე და მო­ვუ­ყე­ვი, თუ რო­გორ მოხ­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

აგ­რეთ­ვე, თურ­მე 50 000 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ კობა ჩი­ტა­ძეს შევ­თა­ვა­ზე მის თავ­ზე აეღო გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბა. არ მგო­ნია ჩვე­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი რო­მე­ლი­მე სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ან­მა და­ი­ჯე­როს, თუმ­ცა, მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მინ­და გა­ი­გოს, თუ სა­დამ­დე მი­დის ამ სის­ტე­მის ფან­ტა­ზი­ე­ბი. ახლა ვხვდე­ბი, სის­ტე­მამ რა­ტომ აუკ­რძა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბას საქ­მე­ში ჩა­ხედ­ვა. იმი­ტომ, რომ არ ენა­ხა კობა ჩი­ტი­ძე, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ეშ­მაკ­თან, ანუ ჩვენს “სა­მარ­თლა­დამ­ცავ“ სის­ტე­მას­თან დებს გა­რი­გე­ბას.

მინ­და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც ჩემს სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ითხოვს არ­ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და გი­სურ­ვოთ, არა­სო­დეს აღ­მოჩ­ნდეთ ამ სა­დამ­სჯე­ლო მან­ქა­ნის მძე­ვა­ლი. და ბო­ლოს, მინ­და მივ­მარ­თო კობა ჩი­ტი­ძეს, ტყუ­ი­ლე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბი.

პა­ტი­ვის­ცე­მით, სის­ტე­მის მძე­ვა­ლი ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი“, – წერს ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი წე­რილ­ში.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე “ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის – 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close