ექსკლუზივი

„მინდა გამოვეხმაურო მესტიაში, კორონზე აგორებულ ცრუ ინფორმაციას“ – სოფელში იყვნენ სიცხიანები. ჩვეულებრვად იყო ხალხი დავადებული გრიპით – რას წერს ნორა კვიციანი

ყოფილი პოლიტპატიმარი, ნორა კვიციანი სვანეთში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება:

loading...

„მინდა გამოვეხმაურო მესტიაში კორონზე აგორებული ცრუ ინფორმაციას. ჯერ ერთი, თბილისიდან ჩასულ ქალბატონზე და მის ოჯახზე რომ გავრცელდა ინფორმაციები, არ ჯობდა ჯერ გაგერკვიათ მერე გაგევრცელებინათ? შეამოწმეთ თბილისში ის უბანი, სადაც ის ქალბატონი ცხოვრობს თუ ვინმე არის მის ირგვლივ ინფიცირებული. ამიტომ ვერანაირად ვერ იქნება თბილისიდან ამ ვირუსით დავადებული მესტიაში ჩასვლამდე, იქ გახდნენ ჩვეულებრივი გრიპით ავად იმიტომ, რომ იმ სოფელში იყვნენ სიცხიანები. ჩვეულებრვად იყო ხალხი დავადებული გრიპით. 

ამ ოჯახში არის ასაკოვანი ქალბატონი რომელიც არის ასტმით დავადებული და ცოტათი გაურთულდა წაიყვანეს საავადმყოფოში არაფერი საგანგაშო არ სჭირდა, მაგრამ მაინც ჩაიყვანეს ქუთაისში. იქ პირველად უთხრეს ფილტვების ანთება, შემდეგ უკვე კორონა, აქიდან გავიდა ინფორმაცია და კორონა დაბრალდა ამ ოჯახს. ეს რომ არა, ისე ჩაივლიდა თუ გავრცელდებოდა ვერც ვერავინ გაიგებდა. ამ ოჯახის წევრებს რომ ჩაუტარდათ ტესტირება, უთხრეს გადატანილი გაქვთო. დიდება და მადლობა უფალს, რომ ყველანი ამჟამად კარგად არიან, კარგი ანალიზებით, მაგრამ კარანტინი თავისთავად გასავლელია. ნუ შეგყავთ შეცდომაში საზოგადოება და ჭორის დონეზე ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანებს.“

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close