სამართალი

მთაწმინდაზე ლიფტი ჩამოვარდა, სადაც ნაოპერაციევი შშმ ბავშვი და მამაო,იმყოფებოდნენ

მთაწმინდის პანთეონში, მამა დავითის მონასტერთან შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტი ჩამოვარდა.

loading...

როგორც ქეთი ოქიტაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ლიფტით მისი შვილი სარგებლობდა, რომელიც შშმ პირია და მას მოწყობილობით სარგებლობაში მღვდელი ეხმარებოდა:

“ბავშვი შშმ პირია და თან ახალი ნაოპერაციევი მამაო, რომელიც შეჰყვა ლიფტში, რადგან კიბეებზე უჭირს ასვლა. ლიფტი რომ დაიძრა, მე გავიქეცი კიბეებით, რომ ზევით დავხვედროდი. შუამდეც არ ვიყავი მისული, რომ სასშინელი ხმა გავიგე. ლიფტს ძირი გასძვრა და დაიშალა მარტივ მამრავლებად. რომ გადავიხედე, ტვინში სისხლი ჩამექცა, როგორ აღმოვჩნდი იქ, აღარ მახსოვს. კიდევ კარგი, ყველაფერი კარგად დამთავრდა” – იხსენებს ქეთი ოქიტაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ლიფტი ოქტომბრის ბოლოს შეკეთდა და ამ ეტაპზე ექსპერტიზა უტარდება.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close