ამინდი

მთაში და მაღალმთაში თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზღვაზე შტორმი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალიდან მთაში და მაღალმთაში თოვა, ნისლი და ქარბუქი, ხოლო ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში ​ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი.
“24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.
​ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს”,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close