ექსკლუზივი

“მთავარის” ინფორმაციით, თბილისში სპეცრეისით ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს

“მთავარის” ინფორმაციით, თბილისში სპეცრეისით ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს. სპეცრეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვიპ ლოჟაში რამდენიმე წუთის წინ დაჯდა, თუმცა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლები აეროპორტის ტერიტორიაზე არ უშვებენ და შესაბამისად უცნობია ინფორმაცია იმ რეისის მგზავრების, ვინც დღეს რამდენიმე საათით ბელარუსში იმყოფებოდნენ.

loading...

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მინსკში დღეს საქართველოდან დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ პრეზიდენტს დღეს “თბილისიც კი არ დაუტოვებია”

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close