ექსკლუზივი

“მე შვილმკვდა­რი დედა ვარ… როცა რწმენით ხარ, საიდან ილოცებ ასეთ სიტუაციაში, დიდი მნიშვნელობა არა აქვს” – მარინა ენდელაძე

loading...

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვი­სუ­სის შიდა გავ­რცე­ლე­ბის და­წყე­ბის გამო, COVID-19-ის ტეს­ტი­რე­ბის პრო­ტო­კო­ლი შე­იც­ვა­ლა.

რას შეც­ვლის ახა­ლი მიდ­გო­მა ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვის კუ­თხით? რო­დის და­ი­წყე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის პლაზ­მით მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში? რას ფიქ­რობს, რო­გორც ინ­ფე­ცი­ო­ნის­ტი სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე?

კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძეს მი­მარ­თა.-0:00

– პირ­ველ რიგ­ში, კი­დევ ერთხელ ავუხ­სნათ ჩვენს მკი­თხველს, რა შე­იც­ვა­ლა ახა­ლი პრო­ტო­კო­ლით და რამ­დე­ნად ეფექ­ტურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს იგი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მარ­თვის კუ­თხით?

– დღემ­დე მოქ­მე­დი პრო­ტო­კო­ლი გუ­ლის­ხმობ­და მხო­ლოდ იმ პი­რის ტეს­ტი­რე­ბას, რო­მელ­საც მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბი ჰქონ­დათ და ამას­თან მას უნდა ემოგ­ზა­უ­რა ბოლო 14 დღის მან­ძილ­ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნებ­ში, ან მი­ე­ღო სტუ­მა­რი ამ ქვეყ­ნე­ბი­დან, ან ყო­ფი­ლი­ყო კონ­ტაქ­ტში ავად­მყო­ფებ­თან. სხვე­ბი ტეს­ტი­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ.

ახლა სა­ჭი­რო გახ­და ახა­ლი პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლიც მი­ხედ­ვი­თაც, მო­ქა­ლა­ქე­ებს ტეს­ტი­რე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც ჩა­უ­ტარ­დე­ბათ თუ, მათ არ აქვთ სიმპტო­მე­ბი და არც უცხო­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი. მაგ­რამ აქაც რან­გი­რე­ბაა და ცხა­დია, ეს ყვე­ლას არ შე­ე­ხე­ბა

მარ­ტი­ვად რომ გი­თხრათ: ტეს­ტი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ყვე­ლა სიმპტო­მი­ა­ნი პირი, ხოლო უსიმპტო­მო პი­რე­ბი­დან მხო­ლოდ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც არი­ან მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ, აქვთ უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან – ექი­მე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აე­რო­პორ­ტში ხვდე­ბი­ან ჩა­მო­სულ მგზავ­რებს და ა.შ.

ასე­ვე, ტეს­ტი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ის უსიმპტო­მო პი­რე­ბიც, რომ­ლებ­საც რის­კის ქცე­ვე­ბი ჰქონ­დათ. მა­გა­ლი­თად, პი­როვ­ნე­ბას არ აქვს სიმპტო­მე­ბი, მაგ­რამ ის ამ­ბობს, რომ იმოგ­ზა­უ­რა იტა­ლი­ა­ში, ან უმას­პინ­ძლა იტა­ლი­ელ სტუმ­რებს, ან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და ავად­მყო­ფებ­თან – ეს პი­როვ­ნე­ბა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­მოკ­ვლე­ვას. ამ­გვა­რი მიდ­გო­მა შეძ­ლებს იმას, რომ პრინ­ციპ­ში არ უნდა გაგ­ვე­პა­როს კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა და ჩვენ შევ­ძლებთ თით­ქმის სრუ­ლი კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას.

– რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის პლაზ­მით მკურ­ნა­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აქვს. COVID-19-ის შემ­თხვე­ვა­ში, რა ეტაპ­ზეა პრო­ცე­სე­ბი ამ მხრივ და რო­დის­თვის გახ­დე­ბა ამ მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი?

– სა­კი­თხი ის­მე­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ამა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა და მალე იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვინ შეძ­ლებს ამ პლაზ­მის სრულ­ყო­ფი­ლად დამ­ზა­დე­ბას. ეს არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი. ამის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მალე და­ი­წყე­ბა ამ მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა. ზუსტ დროს ვერ გე­ტყვით. ვის­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა და სხვა დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვის უც­ნო­ბია.

პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­ი­ტა­ნეს კო­რო­ნა­ვირუ­სი, გა­ი­ღე­ბენ სის­ხლს იმ ოდე­ნო­ბით, რომ მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 90% თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა სის­ხლის ჩა­ბა­რე­ბა­ზე და არ იტყვი­ან უარს

მაგ­რამ სის­ხლი უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი, ამას­თან ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის სის­ხლი ვარ­გი­სი ვერ იქ­ნე­ბა. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს ვერ აუ­ღე­ბენ ამ მიზ­ნით სის­ხლს. გა­დარ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა და დამ­ზად­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით მდი­და­რი პლაზ­მა. მისი შეყ­ვა­ნა კი მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­დე­ბა. სა­ჭი­როა ძა­ლი­ან კარ­გი აპა­რა­ტუ­რა, რომ ასე­თი პლაზ­მა დამ­ზად­დეს.

– წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 25 ე.წ. ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი უნდა გა­იხ­სნას. რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა?

– ამ ცენ­ტრებ­ში დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი ექი­მე­ბი გა­უ­წე­ვენ პირ­ვე­ლად კონ­სულ­ტა­ცი­ას პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც რა­ი­მე სა­ხის სიმპტო­მე­ბი ექ­ნე­ბათ. “ემერ­ჯენ­სის” ტი­პის მე­ქა­ნიზ­მი შე­იქ­მნე­ბა. სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც და­რე­კა­ვენ 144-ზე, გა­და­ა­მი­სა­მარ­თე­ბენ 112-თან და ეს უკა­ნას­კნე­ლი თა­ვის მხრივ გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში.

გა­მო­კი­თხვა მოხ­დე­ბა ტე­ლე­ფო­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რად შედ­გე­ნი­ლი კი­თხვა­რით და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სიმპტო­მე­ბი და რამ­დე­ნად ესა­ჭი­რო­ე­ბა პა­ცი­ენტს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. ცენ­ტრებ­ში იქ­ნე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რად გაწ­ვრთნი­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რად ეკი­პი­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი.

– აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ახ­ლოვ­დე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქომ ისევ ძა­ლა­ში და­ტო­ვა ზი­ა­რე­ბის წესი და მრევლს აღ­დგო­მას ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და. თქვენ რო­გორც სპე­ცი­ა­ლისტს, რამ­დე­ნად სწო­რად მი­გაჩ­ნი­ათ ეს მიდ­გო­მე­ბი ?

– მე მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ, მწამს უფ­ლის და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვეს­წრე­ბი წირ­ვას, ლოც­ვებს, სხვა რომ არა­ფე­რი, მე შვილმკვდა­რი დედა ვარ… სა­პატ­რი­არ­ქოს და პატ­რი­არ­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ვერ შე­ვი­ტან ეჭვს, რად­გან ვარ მორ­წმუ­ნე და ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვარ გამ­სჭვა­ლუ­ლი ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის მი­მართ.

სა­ერ­თოდ, რწმე­ნა ადა­მი­ა­ნებს გა­და­არ­ჩენს და უფ­ლის ნე­ბა­აა ყვე­ლა­ფე­რი. თუ შევ­ძლებ, ფი­ზი­კუ­რად წა­ვალ აღ­დგო­მას წირ­ვა­ზე. რა თქმა უნდა, სახ­ლში დარ­ჩე­ნა და დის­ტან­ცი­რე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­გორც მო­ვის­მი­ნე პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა, იქ მო­წო­დე­ბუ­ლია დის­ტან­ცი­რე­ბა და ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბია. აღ­დგო­მას ალ­ბათ ბევ­რი ეკ­ლე­სი­ა­ში არ წავა, მაგ­რამ უფა­ლი აპა­ტი­ებს მას. რო­დე­საც რწმე­ნით ხარ, სა­ი­დან ილო­ცებ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამას არ აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან უფა­ლი ყველ­გან არის. მე პი­რა­დად ძა­ლი­ან რწმე­ნით ვარ და იმ­დე­ნად გო­ნი­ე­რი პატ­რი­არ­ქი გვყავს, ეჭვს ვერ შე­ვი­ტან მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

ambebi.ge


loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close