ექსკლუზივი

„მეცნიერები დაადგენენ რამ გადაარჩინა საქართველო” – გახარიამ არ გადაგვარჩინა, ბატონო ლევან?

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის ეთერში იმ წარმატებაზე ისაუბრა, რომელმაც საქართველომ COVID-19-თან ბრძოლაში მიაღწია.

loading...

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.

„დადგება მომენტი როდესაც მეცნიერები დადებენ დასკვნას, რამ გადაარჩინა საქართველო. თქვენ იცით რომ ყველაზე ნაკლები ინფიცირებული გვყავს, ყველაზე ნაკლები ლეტალური შემთხვევა და იმედი მაქვს, ეს ბოლომდე ასე იქნება. ასევე გვყავს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული.

ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს წარმატებას კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ და ეს ძალიან მახარებს. რისკი, საშიშროება, განმეორება შესაძლებელია იყოს, მაგრამ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ შევძელით, რომ ეს ვირუსი ამ ეტაპამდე დაგვეძლია.

აქედან გამომდინარე, მართალია ეპიდემიოლოგები მეორე ტალღას გვიწინასწარმეტყველებენ, მაგრამ იმედს ვიქონიებ, რომ ვირუსი იმ მოცულობით და იმ მასშტაბით, როგორც სხვა ქვეყნებმა გაიარეს, ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება“

პრაიმტაიმი

“ალია” – ბატონო ლევან, აღდგომას ხალხი არ წავიდა ჩვენი რეკომენდაციების შედეგად ეკლესიაში და მაგან გადაგვარჩინაო – ეგ ვერსია აღარ გვაქვს?

ან, ჩვენ მკაცრი შეზღუდვები დავაწესეთ და მაგიტომაა ცოტა ინფიცირებულიო – არც ეგ ვერსია გამოდგა?

და ის პაციენტები, აღდგომის წინა დღეებში რომ გვითხარით, იხრჩობიან და ეს ხრჩობის ხმა ისეთი საშინელი მოსასმენია, წარმოდგენაც არა გაქვთო – გადარჩნენ? – კარგია!

გახარია კარგი პრემიერია და მაგიტომ გადავრჩით – ეგ ვერსია დაიხრჩო?

ვიკითხეთ, ბატონო!

რიტორიკულად ვიკითხეთ, რადგან ისე მაინც არ გვპასუხობთ და…

  • alia.ge
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close