ექსკლუზივი

მეგობარი მახლდა, გაჩერდა, გადმოჰყო იარაღი და ორჯერ გაისროლა – რა მოხდა ვარკეთილში

მარიამ ბაშარული, სოციალურ ქსელში, წერს:

loading...

“ვარკეთილში, ტროტუარზე ვდგავარ, ვიღაც “ჯიგიტმა” მანქანიდან გადმოყო იარაღი და ორჯერ გაისროლა, თავიდან მეგონა რომ მე მესროდნენ…”

“ალია” დაუკავშირდა მარიამ ბაშარულს, რომელმაც მოგვიყვა რომ შემთხვევა წუხელ საღამოს მოხდა:

“ისე სწრაფად მოხდა, ვერც ის მივხვდი, ვინმეს ესროდა, თუ უბრალოდ ისროდა, წამით მომეჩვენა რომ მე მიმიზნებდა, მანქანიდან იარაღი ისე გადმოყო – ეს ხდებოდა ვარკეთილში შსს-ს ასახვევთან, დაახლოებით ღამის 12 საათზე, ჯერ შეაჩერა, თითქოს დაგვაკვირდა, მეგობარი მახლდა, მერე დაძრა, ისევ გაჩერდა, გადმოჰყო იარაღი და გაისროლა. ძალიან დავიბენი. იმდენად ახლო მანძილზე მოხდა გასროლა, ისეთი ხმა ჰქონდა – აღარაფერი მესმოდა, მეგონა, ყური დამიზიანდა. გასროლისთანავე გზა გააგრძელეს. თავი მეგონა 90-იან წლებზე გადაღებულ ფილმში!

დღეს შსს-დან დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ გამესაუბრებიან. თუ მოინდომებენ, იქ იმდენი კამერაა, აუცილებლად დაადგენენ ვინ ისროდა”

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close