ექსკლუზივი

“მანქანაში ღორივით შემაგდეს… მუხლებით დამახტა, ერთ-ერთი შარვალს მხდიდა…”- ბათუმელი მამაკაცი სამართალდამცავებს არაადამიანურ მობყრობაში ადანაშაულებს

ბათუმში მცხოვრები 41 წლის მამაკაცი საპატრული პოლიციის მხრიდან სასტიკ და არაადამიანურ მობყრობაზე საუბრობს.

loading...

მოქალაქე ირწმუნება, რომ შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა, როცა ის აფთქიაქში წამლის საყიდლად ჩადიოდა.

მამაკაცი ამბობს, რომ მან პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟისგან ნებართვა ითხოვა და მიიღო კიდევაც, თუმცა ის მეორე ეკიპაჟმა გააჩერა და 5-მდე ადამიანმა სასტიკად სცემა.

მამაკაცს სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება. ბათუმში მცხოვრები პირი ამბობს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი მას სწორედ იმ ადგილზე ურტყამდა, სადაც წყლული ჰქონდა, ამასთან მისი თქმით, სამართალდამცავი შეეცადა მისთვის შარვალი ჩაეხადა. მამაკაცის თქმით, მას მობილური ტელეფონიც წაართვეს.

“ავუხსენი, რომ ნებართვა ვითხოვე მათივე კოლეგებისგან, ვუთხარი რომ აქვე, აფთიქში წამლის საყიდლად მივდიოდი. რის შემდეგაც ერთ-ერთმა ბიჭოთი, ქყჩური ტონით დამიწყო საუბარი. მე მათ განუმარტე, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ და არა ძველი ბიჭები. ამის შემდეგ ძირს დამაგდეს, გამკოჭეს. ხუთნი იყვნენ და მანქანაში ღორივით შემაგდეს. ვეუბნებოდი, რომ ხელი მომტყდდა, ვუხსნიდი, რომ ზურგზე პრობლემები მაქვს. რას აკეთებ, არ გამისკდეს ეს წანაზარდითქო, ერთ ერთმა რა უნდა გაგისკდესო და ზუსტად იმ ადგილზე მუხლებით დამახტა. სამი პოლიციელი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი, რომელიც მანქანაში მსვავდა, შარვალს მხდიდა, რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია. შარვალს როგორ მხდი არაადამიანი ხართქო… ნახე რას გიზამო ყვიროდა”- აცხადებს დაზარალებული “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

მამაკაცის უფლებადამცველი აცხადებს იმასაც რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ სიგარეტითაც მიაყენეს ჭრილობები.

“იკვეთება პოლიციელთა მხრიდან უფლება-მოსილების გადამეტება. იქ არ იყო ერთგვარი შემოლაწუნება. მას ტანზე აქვს ნამწვავები. ეს პოლიციელები უნდა დაისაჯონ”- აცხადებს ადვოკატი. მისი თქმით, ფაქტის გასაჩივრებას გენერალურ ინსპექციაში აპირებენ.

ბათუმში მომხდარ ფატს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

“გამოძიება ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე -3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. გამოძიების ფარგლებში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”- უთხრეს “ნიუპოსტს” უწყებაში.

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close