ექსკლუზივი

მამაუკა მდინარაძის სკანდალური აღიარება “იმედის” პირდაპირ ეთერში-“პოლიტიკაში რომ არ ვყოფილიყავი, 20 ივნისს აქციაზე ვიქნებოდი”


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ თუ პოლიტიკაში არ იქნებოდა, 20 ივნისის აქციაზე მივიდოდა.

loading...

„მაგრამ როგორც კი დავინახავდი, რომ ვიღაცის ბოროტ პოლიტიკურ მიზნებში და მავნებლურ ზრახვებში ვჯდებოდი, დავტოვებდი იქაურობას, როგორც ეს გააკეთა იქ მყოფი ადამიანების ცხრა მეათედმა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტთან იყო საპროტესტო აქცია, რომელზეც რეალურად გაბრაზებული ადამიანები მივიდნენ. „გასაბრაზებელი იყო, მეც გავბრაზდი და გიჟივით მივვარდი პარლამენტში, ალბათ გახსოვთ. ხალხმა რომელმაც ნახა, რომ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, რომელიც მოთავსდა პარლამენტის სპიკერის სკამში, იმას აღარ აინტერესებს ვიღაცამ დასვა, პროტოკოლური შეცდომა მოხდა თუ თვითონ პროვოკაციული მოქმედება ჩაიდინა. ხალხი გაბრაზდა და მოვიდა. მაგრამ როცა ხალხის ნაწილმა ნახა, რომ მელიამ, ოქრუაშვილმა და „ნაცმოძრაობის ნაწილმა“ დაიწყო შტურმის დაორგანიზება და მოწოდებები წავიდა სახლში“, – განაცხადა მდინარაძემ.

http://guriismoambe.com/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close