ექსკლუზივი

“მაინც გაგსროკავთ”- პროკურორი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ბულინგში ამხილა, მორიგ სკანდალში ეხვევა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის უკვე ყოფილი პროკურორი, რომელსაც გარდაცვლილის დედა ბულინგსა და ზეწოლაში ადანაშაულებდა, მორიგ სკანდალში ეხვევა.

loading...

მარიამ გოგორელიანის წინააღმდეგ დღეს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა. ფინანსურ დანაშაულზე დაკავებულების ადვოკატი, პროკურორის აცილებას და გენერალურ ინსპექციაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

დაცვის მხარე მიზეზად აქაც მუქარას და შანტაჟს ასახელებს.

კერძოდ, როგორც “ნიუპოსტმა” გაარკვია, საქმეზე დაზარალებულები და ასევე ბრალდებულები თანახმა არიან დაზარალებულები დააკმაყოფილონ, თუმცა ბრალდებულთა მტკიცებით, გოგორელიანი დაზარალებულებს აშანტაჟებს, რომ შეთანხმებას ხელი არ მოაწერონ.

ბრალდებულებს კი ეუბნება, რომ “მაინც გასროკავს”.


“პირად საუბრებში დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ სწორედ პროკურორი აშანტაჟებს. მაგალითად დაზარალებულმა თუ დაკარგა 2 000 ლარი, აწერინებს 8 000-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება. ამასთან, მარიამ გოგორელიანმა სასამართლო პროცესზე პირადი ხასიათის მასალები გაასაჯაროვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. უახლოეს პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსაც მივმართავთ”- განაცხადა “ნიუპოსტთან” შალვა ხაჭაპურიძემ.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, საქმე ეხება 2 წლის წინ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რა დროსაც FX GROUP-ის ხელმძღვანელები, ძმები ირაკლი და გიორგი ჭანტურია და მათი პარტნიორი გიორგი კალანდაძე აიყვანეს, მათ დიდი ოდებოთ თანხის მითვისებას ედავებიან.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულები დაზარალებულებისთვის კუთვნილი დავალიანების გადახდაზე თანახმა არიან, თუმცა, საქმეს სწორედ მარიამ გოგორელიანი უშლის ხელს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ხმაურიანი განცხადების შემდეგ, გოგორელიანი პროგრამისტის გარდაცვალების საქმეს ჩამოაშორეს. გენერალურმა ინსპექციამ კი მისი მხრიდან შესაძლო გადაცდომის შესწავლა დაიწყო.

ცნობისთვის, გოგორელიანის გვარი კიდევ ერთ გახმაურებულ სუსლიაკების საქმეშიც ფიგურირებს.

მაშინ დაცვის მხარე აცხადებდა, რომ გოგორელიანმა არასრულწლოვნებს პირდაპირ უთხრა, რომ “დედა მათ გაყიდვას აპირებდა”.

სუსლიაკების ადვოკატი ზურაბ თოდუა სწორედ უფროსი პროკურორის აკვიატებად მიიჩნევდა იმ ვერსიის მტკიცებას, რომ იულია სუსლიაკი ბავშვების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული.

ავტორი: დავით ჯაბაშვილი

http://www.newposts.ge/

loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close